ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ნაგებობა დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახს, ზარალს მერიაში შექმნილი კომისია შეისწავლის და ოჯახებს დახმარებას როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, ასევე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაუწევენ.
კომენტარები