• რეკლამა
  • კონტაქტი
12:26, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხულიგნობის შესაძლებლობას არ მივცემთ, მათი ადგილია ქუჩაში და საბოლოოდ ქუჩაში დარჩებიან“ – სოზარ სუბარი ენმ-ის წევრებზე

ალია ავტორი - ალია
15:12 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

„კონსტრუქციულობა ხელისუფლებაში ვერ მოახერხეს და ახლა მით უმეტეს, როცა მათი ბელადი ციხიდან მოუწოდებთ, ქუჩაში გასვლას“ – პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს სპეკპიკურად უყურებს და შესაბამისად, მისი მხარდაჭერა არ ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამისილება იმიტომ არ შევუწყვიტეთ, რომ შემოსულიყვნენ და ემუშავათ, თუმცა მათი კატეგორიული მოთხოვნები არ და ვერ იქნება მიღებული. ხატია დეკანოიძემ თავის ლიდერზე თქვა, რომ მას მეხსიერების პრობლემა აქვს და პერიოდულად მეხსიერების ჩავარდნებიც აქვს, როგორც ჩანს, ეს მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, რადგან მათ თქვეს, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ეს იყო არალეგიტიმური პარლამენტი, შემოვიდნენ, უკან გავიდნენ, შემდეგ სააკაშვილის მოწოდებისას თქვეს, რომ გასვლაზე განცხადებას დაწერდნენ, შემდეგ თქვეს, მანდატებს შევინარჩუნებთო. შემდეგ სააკაშვილმა მოუწოდა და თქვეს, რომ გათავისუფლების კომიტეტებს შექმნიდნენ ყველა დაბაში, ყველა სოფელში, ყველა ქუჩაზე, ყველა რაიონში, ყველა კვარტალში, მსგავსი არც ერთი კომიტეტი არ შექმნი. დღეს, რასაც ბათუმში ვუყურებდით, როგორ იქცეოდნენ, ვხვდებით, რომ აქაც იგივეს გააკეთებენ და იმ ხულიგნობას გააგრძელებენ, რასაც ჰქვია მაგიდაზე ახტომა, სპიკერის ადგილის დაკავების მცდელობა. მათ ხულიგნობის შესაძლებლობას არ მივცემთ. რაც შეეხება სააკაშვილს, ეს საკითხი პარლამენტის განსახილველი არ არის, ეს არის სასამართლოს საქმე. პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ხულიგნური ქცევებით გამოირჩეოდნენ დეპუტატები და ამავე დროს გართობისთვის რაღაც საკითხებს აყენებდნენ, კომისიის შექმნა არასერიოზულია. პროცესი მიდის – სასამართლოში. სკეპტიკურად ვარ ამ კომისიის მიმართ განწყობილი და მას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება. კონსტრუქციულობა ხელისუფლებაში ვერ მოახერხეს და ახლა მით უმეტეს, როცა მათი ბელადი ციხიდან მოუწოდებთ, ქუჩაში გასვლას. მათი ადგილია ქუჩაში და საბოლოოდ ქუჩაში დარჩებიან“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved