• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხუხაშვილი ძალოვანებზე – „სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო“

ალია ავტორი - ალია
19:10 06-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,000

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– „კონსერვატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით და ერთიანი სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ბევრი ფიქრობს, რომ  ეს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი პრორუსული ძალა პარლამენტში?

– ამას საერთო კონიუქტურისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება. შიგნით რა ნადირობა აქვთ რუსეთთან მეგობრობაზე, რა კონკურენციაა ხელისუფლების შიგნით, ეს ნაკლებად საინტერესოა. ესენი ყველა, ვინც საკუთარ თავს კონსერვატორებს უწოდებს და სინამდვილეში არ არიან კონსერვატორები, რადგან კონსერვატიზმი სხვა რამ არის, ამომრჩევლის ერთი და იმავე სეგმენტზე მუშაობენ. საერთო სურათს ამის გამო ვერ შესცვლიან. ფრიდონ ინჯიას პარტია იქნება პარლამენტში თუ „კონსერვატორები“, ამით არაფერი შეიცვლება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ  შემოდგმომით საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, წყალგამყოფი უკვე არსებობს. ჩვენ პარტიებს კი არ ვირჩევთ, ჩვენ იმას ვირჩევთ, საით მივდივართ, სად მიდის ქვეყანა, დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ. ეს არის რეალური არჩევანი და ამ არჩევანს ამომრჩეველი აკეთებს არა პარტიული ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, თუ სად უნდა იხილოს თავისი სამშობლო. იმ პრორუსულ ფრთაზე, ორი პარტია იქნება, სამი თუ ოთხი, მნიშვნელობა არ აქვს და არაფერს შეცვლის, საერთო სურათს ვერ შეცვლის და დაუჭამიათ ერთმანეთი.

–  ბატონო გია, ძალადობა არ წყდება ხელისუფლების დაფინანსებული და წახალისებული „ზონდერების“  მიერ. სიმართლე გითხრათ,  ეს უწყვეტი ძალადობა, ეს განუკითხაობა, ამ ხალხის დაუსჯელობა ძალიან მაშინებს,  რადგან საპირისპირო მხრიდანაც შეიძლება დაიწყოს ძალადობა და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.

– ხელისუფლებას სხვა არგუმენტი არ აქვს საზოგადოებასთან სასაუბროდ, უხეშ ძალაზე დგას. ცდილობს, ფიზიკური ძალით დაჩაგროს საზოგადოება და უკან, სამზარეულოებში დააბრუნოს.  რამდენად ცინიკურია, რომ თვითონ  გამოდიან და და უსინდისოდ აცხადებენ, ოპოზიცია გვაბულინგებს და გვატერორებსო. ძალადობა წარმოშობს ძალადობასო, ირაკლი კობახიძემ „განგვანათლა“ და სად ნახა  მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობა, ერთი ფაქტი გვითხრას.  ადამიანი თუ ვერბალურად თავის პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსულ საქმეს აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ძალადობა? წარმოუდგენელი უტიფრობაა ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვინც საზოგადოების აქტიურ წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს. თვითონ ძალადობენ და მერე ყვირიან, გვიშველეთ, ჩვენზე ძალადობენო. სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved