• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხუან გუეიდო ახსოვს ვინმეს? .. მადურო?“ – რას წერს ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:05 02-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,164
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
„ხუან გუეიდო ახსოვს ვინმეს?
მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს მისი პრეზიდენტობა. ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა პატივით მიიღეს. მადურომ ცხადია არ დათმო; იბრძოლა. გვერდით დაიყენა თავისი ხალხის უმრავლესობა, ჯარი, პოლიცია და მოიგო. გაიმარჯვა ტიპმა, რომელმაც პოტენციურად მსოფლიოს ერთერთი უმდიდრესი ქვეყანა მშიერ მათხოვრად აქცია და საკუთარ ხალხს მომავალი მოუსპო. სწორედ იმ მომავალმომსპარმა ხალხმა აირჩია მადურო; ძალით თუ ნებით, მაგრამ აირჩია.
როგორ უპასუხა ამ ყველაფერს მსოფლიომ?
ჯერ იყოყმანა და მერე შეეგუა. ესპანეთმა, ბრაზილიამ და კოლუმბიამ უკვე აღადგინეს ოფიციალური პილიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მადუროს მთავრობასთან.
ოპოზიციამ გუეიდო დაივიწყა და ახალი სასოწარკვეთილი ილეთი სცადა დასავლური დემოკრატიების მოსახიბლად: ქალები პოლიტიკაში. სასწრაფოდ შექმნეს ქალთა ტრიუმვირატი ე.წ. გარდამავალი საპრეზიდენტო მმართველობისათვის, დაინორა ფიგუერას, მარიანელა ფერნანდესისა და აურისტელა ვასკესის სახით.
მადურომ თავის გენ-პროკურორ სააბს დაავალა და სამივეზე დაპატიმრების ორდერი გამოწერეს; პარალელურად ინტერპოლს გადასცეს მოთხოვნა მათ “მოსაძებნად”, რადგან სამივე ქალბატონი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში, ესპანეთსა და აშშ-ში.
რამდენად მნიშვნელოვანია ვენესუელა მსოფლიოსათვის?
ვენესუელას აქვს ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დიდი რეზერვები და ერთ დროს იყო მსოფლიოს ერთერთი უმდიდრესი ქვეყანა.
ამჟამად კი უმომავლო ჭაობია; მისი მოქალაქეები მექსიკის გავლით გარბიან აშშ-ში.
ხუან გუეიდო ახსოვს ვინმეს? ..
მადურო? … მადუროს მოკლავს ბოლოს ვინმე, თავისივე გარემოცვიდან, როცა დაბერდება და მოუცვდება კონტროლი. სხვასაც ხომ უნდა ფული და კაი ცხოვრება. ჯერჯერობით მყარად ზის, მაგრამ ასეთია ისტორიული ლოგიკა.
ვენესუელა?
ვენესუელა იყო და იქნება…“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved