• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხშირად მომაკვდავ ადამიანს აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით – შიო მესამე

ალია ავტორი - ალია
13:52 08-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. მის ხანგრძლივ, მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვაა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც მის ცხოვრებაში და ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით.

ეს დღე, მიძინება ღვთისმშობლისა, რაზე გვაფიქრებს ჩვენ? – ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველი ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? – ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, შეიძლება ითქვას, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით – ხოლმე. რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას, განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ, ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. თუმცა მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.

უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო“. გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. წმინდა მამები ამბობენ, რომ „ეს არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში“. ადამიანი ხორციელად იბადება, ასევე, იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. აი, „მესამე დაბადებისთვის“, ჩვენ, სამწუხაროდ, ცუდად ვემზადებით ან საერთოდ არ ვემზადებით.

„მესამე დაბადების“ გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება.

დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ „მესამე დაბადების“ თაობაზე. იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, დღეს პირველი ღვთისმშობლობაა მის გარეშე, ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვა, მსახურება, მისი სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved