• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხომ გაფრთხილებდით… ეს არის საგანგაშო“ – გიორგი ფხაკაძე ოთო აბესაძის პოსტს ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
14:38 06-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,967

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეკონომისტ ოთო აბესაძის პოსტს აქვეყნებს.

„ეს არის საგანგაშო
ნუ მიყვებით ფინანსურ პირამიდებს. 2014-2017 წლებში არსებობდა ასეთი მარაზმი QNET, რომლის ვალებსაც დღემდე იხდიან ადამიანები. სწრაფი და მარტივი გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანებისთვისაა ეს შექმნილი და დაიჯერეთ.

ე.წ. “ბოტასზე” გახსოვთ ხომ? ვალით ნაყიდი 1200 USD -იანი აპლიკაცია დღეს რომ უკვე უფასოა. ხომ გაფრთხილებდით?

TESLA MEDIA, რომელიც მორიგი თაღლითობაა და არანაირი საერთო არ აქვს რეალურად ტესლასთან.
ასევე LYST, რომელიც ყველაზე პრიმიტიული პირამიდაა, რაც ოდესმე შექმნილა. არ დაიჯეროთ, რომ სიარულსა და ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს.

აგიხსნით ძალიან მარტივად, რომ გაიგოთ. ”ბოტასს” აღარ შევეხები ეს უკვე ჩავლილი ამბავია.
ტესლა და ლისტი. აქ ბევრ მითს მოისმენთ, რომ ვიღაცის მეგობარმა და ვიღაცის ბიძაშვილმა იყიდა ბინა ან დღეში 300 დოლარს გამოიმუშავებს

ასევე ყოველთვის მოგიყვანენ ვინმე „ცნობილის” მაგალითს, რომ აი იმასაც აქვს

ან ვინმე “ინფლუენსერი” გეტყვით, რომ ეს მას აქვს და მაგარია. (სინამდვილეში თქვენზე, პირადად თქვენზე აკეთებს ფულს).

მოდი ავიღოთ ევროპაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანია, სადაც დღეში 300 დოლარი ძალიან დიდი ანაზღაურებაა.

ე.ი. გერმანელები არიან ბრიყვები და ქართველები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები ჭკვიანები?  რატომ არის, რომ მხოლოდ დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებშია პოპულარული მსგავსი მარაზმი?  არ ჩავყვები მეცნიერულ ანალიზს უბრალოდ მარტივად აგიხსნით. მსგავსი პირამიდის სათავეში მყოფი 100 ადამიანის გარდა ყველა, უკლებლივ ყველა არის პირამიდის შემავსებელი წყარო მხოლოდ.  ყველა ეგეთი პროექტი გათვლილია 3-6 თვის ვადაზე. P.S. ბოტასის მაგალითი გახსოვთ, სადაც 99% მორბენალმა ადამიანებმა დაკარგა ფული და 101% გეტყვით, რომ თავისი ამოიღო. (საქართველოში არ უყვართ აღიარება) დაანებეთ თავი ამ სისულელეებს და თუ გადასაყრელი ფული გაქვთ, დაეხმარეთ ვისაც მართლა სჭირდება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved