• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხომ არ ბნელა მართლა, რისთვის მემუქრება საკანი? – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:16 09-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე, არაფრის მეშინია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რისთვის ემუქრება საკანი საქართველოში. მისივე მტკიცებით, ქვეყნისთვის არცერთი თეთრი არ გაუტანია. 

„ხომ არ ბნელა მართლა! რისთვის მემუქრება საკანი? იმისთვის, რომ არაფერი ჩამიდენია? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისთვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან? იმისთვის, რომ თორმეტჯერ გავზარდე ბიუჯეტი? იმისთვის, რომ სიღარიბე სამჯერ შევამცირე? იმისთვის, რომ ოთხჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა? იმისთვის, რომ საქართველო ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად ვაქციე? რისთვის მემუქრება საკანი, ამ კითხვას რატომ არ სვამთ?

თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე, არაფრის მეშინია. მე ვკარგავ ჩემ ქვეყანას. ჩვენ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და მე მივდივარ ბოლომდე. თუ ქართველი ხალხი მზად არის, მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვას ციხეში, კი ბატონო, ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარი კითხვა აქ არის – ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან. ნამდვილად, ყველა ის ბრალდება, რომელიც მე წამიყენეს, თავიდან ბოლომდე ყალბია და ეს ყველამ იცის, მათ შორის, ეს ყველაფერი იციან მათ.

კი ბატონო, არ შერცხვება ყველა იმას, მათ შვილთაშვილებს, ადამიანზე, რომელზეც ჩემს თავზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ამერიკის კონგრესში უწოდებენ ჩვენი რეგიონის ჯორჯ ვაშინგტონს, რომ ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც ეს ჯორჯ ვაშინგტონი, იმის მაგივრად, რომ მისთვის სადღაც ძეგლი დაედგათ – ჩემს თავზე ძეგლს არ ვითხოვ, მაგრამ მე ვამბობ ფიგურალურად, აიღეს და ჩვეულებრივად ჩაკეტეს დილეგში? კი ბატონო, რა პრობლემაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved