კოალიცია ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე:
,,ქართული ოცნების და ლელოს წარმომადგენლებს შევახსენებ ერთი კვირა გავიდა რაც ეუთოს (მოსკოვის მექანიზმი) დასკვნა გამოქვეყნდა. ეს არ არის დასკვნა ეს არის გამოძიება რომელსაც ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად ექნება.
რა არის აუცილებლად გასაკეთებელი (ერთი კვირაა იმას ავკრძალავთ ამას დავკრძალავთ გვესმის. გუშინ საერთოდ დიალოგიო…. ჩემი აზრით ცოტა უნდა გამოფხიზლდნენ)
გვეუბნებიან რომ:
1. უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით;
ანუ, ყველა ის არჩევნები რომელიც გამოძიებას საჭიროებს კი იცით რისი ფასი აქვს მსგავს არჩევნებს.
2. ODIHR-ის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, არჩევნებთან დაკავშირებითო და წესიერად დაპატიჟეთ დამკვირვებლებიო რომ დაკვირვება შეძლონო;
ანუ, რა სულელური კანონებიც მიიღეთ გააუქმეთ და რაც მანამდე გქონდათ მიღებული ისიც შეცვალეთო.
3. ოპოზიციის აკრძალვის მუქარას, დაშინებას, ცემას და დაჭერას შეეშვითო.
ანუ, მაინც არავის ეშინია – თქვენს შედეგს მაინც ვერ აღწევთ და ჰააგამდე გზას ნუ იმოკლებთო.
4. ადამიანების სისტემურ წამებას ჰქონდა ადგილი და გამოიძიეთო
ქოცმაც და ლელოელმაც იცის რომ ადამიანები აწამეს, მარშუტკებში სიკვდილამდე მიიყვანეს. პოლიტიკოსებს დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, ჟურნალისტები შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს.
5. ქიმიური იარაღი რომ გამოიყენეთ და 4 დღეში გამოიძიეთ – ეგ საქმე 4 დღეში არავის გამოუძიებია არასდროსო
ანუ, გამოიძიეთ და დამნაშავეები დასაჯეთ თორემ ბიძინა და თქვენ დაისჯებით ბოლოსო.
ხოდა ლელოს მინდა ვკითხო.. რაზე ედიალოგებით ამ ჯალათებს ?“














კომენტარები