რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულია 2 პირი ნაცემი შავლეგო მანდარია და სერგო ხარაული, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიღებული.
დაშავებულები ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. თავდამსხმელები ერთი კვირის წინ “ცოცხების აქციაში” მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი პირი ვასილ ბალახაძეა.
ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭრები, ასევე ააიპებისა და სსიპების თანამშრომლები.
კომენტარები