119-ე საჯარო სკოლა პარალიზებულია. სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას სასწავლო პროცესის ჩაშლა მოჰყვა. პროტესტის გამო დღეს სკოლის მასწავლებლები და 500-მდე მოსწავლე სასწავლო პროცესს არ დასწრებია.
ცოტა ხნის წინ ადგილზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარის, შალვა ობგაიძის სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენელი ანდრია კაპანაძე მივიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არ ატარებდნენ პედაგოგები გაკვეთილებს.
თქვენ შემიჩერეთ უფელბამოსილება? “ოცნება” ნიშნავს დირექტორებს. სუს-ის ფაილებში რომ ჩემმა გვარმა გაიღღერა თქვენ არ იცოდით?”, – მიმართა გათვაისუფლებულმა დირექტორმა “ოცნების” წარმომადგენელს.
ანდრია კაპანაძემ თეა ბრეგვაძეს უპასუხა, რომ ის პროცესებში არ ერევა.
შეგახსენებთ, თეა ბრეგვაძე გუშინ დირექტორობიდან გაათავისუფლეს.
კომენტარები