ხაშურში დილის 11 საათიდან მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში – ხიდისყურში ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეთა თერმოსკრინინგსა და შემოწმებებს ახორციელებს. ეპიდემიოლოგები თბილისიდანაც უკვე ჩავიდნენ.
საქმე ისაა, თბილისში 30 წლამდე ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული ქალბატონი კი, სოფელ ხიდისყურში სტუმრად იმყოფებოდა.
სოფელი პანიკაშია რადგან პატარა უბანია და მარტივადაა შესაძლებელი ვირუსის გავრცელება“, – განუცხადა სოფელ ხიდისყურის მაცხოვრებელმა სააგენტოს. მან გვთხოვა, რომ ვინაობა არ გაგვემხილა და სააგენტო ასრულებს მიცემულ პირობას.
მართალია, ხიდისყური პატარა სოფელია, იქ სულ 14 მოსახლეა, მაგრამ იგი მეზობლად მდებარეობს ისეთ დიდი სოფლებთან, როგორებიცაა გომი და ვაყა, შესაბამისად, თუ ამ კასტელის მთელი ჯაჭვის დადგენა ვერ მოხერხდა, დიდი ალბათობით, ხაშური მთლიანად უნდა მოექცეს კარანტინში.
ჩვენი ინფორმაციით, მოსახლეობაში პანიკაა. ყველას ეშინია. როგორც “2020NEWS”-ს ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა განუცხადა, გომში მდებარეობს მაღაზიათა ქსელის „მაგნიტის“ ერთ-ერთი მაღაზია, რომლის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „მაგნიტის“ წარმომადგენლებს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, არათუ სოფლებს – ხიდისყურს, არამედ მთელ ხაშურს ემუქრება კორონავისრუსის გავრცელების საფრთხე.
მეტიც, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი გომი მდებარეობს საჩხერე-ჭიათურის გადასახვევზე, ხოლო მაღაზია „მაგნიტი“ კი ისეთ ადგილზეა, სადაც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ საჩხერე-ჭიათურისკენ მიმავალი მგზავრებიც ჩერდებიან და პროდუქტებს ყიდულობენ.
თუმცა, ხაშური ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს გზაჯვარედინზე მდებარეობს. აქედან ზუსტად საით წავა ვირუსის გავრცელების მარშრუტი, ნამდვილად ძნელი სავარაუდოა.
წყარო – 2020ნიუსი
კომენტარები