• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხიდაშელი:”როდის დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა ..და ვისი მოკავშირე იქნება საქართველო?!”

ალია ავტორი - ალია
13:06 01-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა„პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთს სამხედრო ინტერვენციის კვალობაზე ელის გარდაუვალი მარცხი და ბევრი დაღუპული სამხედრო. ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ფონზე მოსკოვი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ირგვლივ მობილიზებული რუსული სამხედრო ძალების უკან გაყვანა, პირადად პუტინის ძალაუფლებისთვის პრობლემა იქნება.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ აგრესია არ განხორციელდება და დასავლეთი მოახერხებს რუსეთის შეჩერებას, თუმცა თუ მოვლენები მაინც სამწუხარო სცენარით განვითარდა, თავდასხმა მოხდა, ეს იქნება რუსეთის ამ პერიოდის პოლიტიკის დასასრული, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად დადებითად აისახება მის მეზობლებზე და მათ შორის, საქართველოზე, ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველო თავად გამოავლენს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებას, უნარს, პოლიტიკურ მზაობას, იმიტომ, რომ ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის.

გარდაუვალი მარცხი, რომელიც ელოდება რუსეთს თუკი ის სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს მორიგ ჯერზე – ეს არის ერთი არჩევანი და მეორე არის უამრავი დაღუპული სამხედრო, რომელიც რუსეთში დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ რაციონალიზმი გადაწონის რუსეთში, იმიტომ, რომ მათ ასევე ყველაფერთან ერთად ახსოვთ, როდის დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და ეს დაიწყო მაშინ, როდესაც გამრავლდა ცინკის კუბოები ავღანეთიდან,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთანავე, როგორც თინა ხიდაშელმააღნიშნა, ომი ნიშნავს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს და ვისი მოკავშირეა საქართველო, უნდა ჩანდეს ქვეყნის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

„მთავარი კითხვა რეზოლუციასთან მიმარებით არის, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის თუ არა გამბედაობა, რომ საკუთარი თავი მიაკუთვნოს რომელიმე ბანაკს, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია. მაშინ, როდესაც ომია, ომში არსებობენ მტრები ანუ მოწინააღმედეგეები და მოკავშირეები. ვისი მოკავშირეები ვართ ჩვენ, ამ რეზოლუციაში ეს უნდა ჩანდეს, ამ რეზოლუციაში ეს არ იკითხება. პრევენციას ახდენს რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება ომის, რომლის ინიციატორიც არ იცის, ვინ არის და ეს არის კატასტროფა.

მე მგონია, რომ არის ნაწილი ადამიანებისა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც გამოიწვევენ, არადა სინამდვილეში აბსოლუტური, მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია, რომ არაფერი მსგავსი რუსეთს არ სჭირდება და ამის საუკეთესო მაგალითია სწორედ უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, ოფიციალურად არც ერთხელ არ ჰქონდა გაცხადებული ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. თუ ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც აღიზიანებს თურმე რუსეთს, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუგებარია უკრაინის ამბები,“- განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved