• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხერსონში წინსვლა მნიშვნელოვანი სტიმულია უკრაინელებისათვის” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:45 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“2 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
– ლუგანსკის რაიონში ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინული არტილერია ლისიჩანსკის სიმაღლეებიდან ინტენსიურად ბომბავს რუსულ პოზიციებს სევეროდონეცკის მიმართულებით. ამასთან, როდესაც რუსებმა სევეროდონეცკის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშის აღმართვა სცადეს უკრაინულმა დანაყოფებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ინტენსიური ბრძოლა ქალაქის სამხრეთის რაიონების ქუჩებში გრძელდება. უკრაინელთა ცნობით მარტო დღეს რუსებმა 150 სამხედრო დაკარგეს ქალაქისათვის ბრძოლაში.
დღეს სევეროდონეცკში უკრაინული სპეციალური დანაყოფის რაზმმა სეპარატისტი და რუსი სამხედრო ტყვეების აყვანაც კი შეძლო. ქალაქისათვის ბრძოლა რუსების დიდი დანაკარგების ფონზე მიმდინარეობს. სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელები უფრო მეტად ფლანგებზე კარგავენ პოზიციებსა და ცოცხალ ძალას, ვიდრე უშუალოდ სევეროდონეცკში, სადაც რეალური საფრთხის ფონზე რიგი დაუცველი პოზიციებიდან ევაკუაცია განახორციელეს, ხოლო სადაც გამაგრებულები არიან იქ კარგად ართმევენ თავს რუსულ შეტევას.
– რუსები ცდილობენ ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთიდან მიადგნენ. ჯერჯერობით ქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ზოლოტეს ზღუდე ისევ დგას, თუმცა ლისიჩანსკიდან 10 კილომეტრში, სოფელ უსტინივკაში ბრძოლა ინტენსიურ ფაზაში შედის. ამასთან, რუსებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის გზის გადაკეტვა, თუმცა დღის განმავლობაში არაერთხელ იყო ამის მცდელობა.
– ბერდიანსკის პორტში მიყოლებით რამდენიმე აფეთქება მოხდა. რთული სათქმელია რა იყო სამიზნე და რისი მეშვეობით განხორციელდა იერიში, მაგრამ უკრაინელები რუსული სამხედრო ხომალდების დაზიანების შესახებ იუწყებიან.
– რუსები აცხადებენ, რომ უკრაინელები ერთი კვირაა ინტენსიურად ბომბავენ დონეცკსა და მის შემოგარენს. რთული სათქმელია რეალურად რა ხდება ამ მიმართულებით.
– რთული ჰუმანიტარული სიტუაციაა მარიუპოლში. ქალაქს არ აქვს წყალი, გაზი და დენი. რუსები კვლავ თხრიან მასობრივ სამარხებს რათა ახალი თუ წინა დღეების გარდაცვლილები დამარხონ. როდესაც უკრაინელები ამ ქალაქს გაათავისუფლებენ ძალიან ბევრი რუსული დანაშაული იხილავს დღის სინათლეს.
– რუსული საარტილერიო იერიშები ძალიან ინტენსიური გახდა როგორც დონეცკის, ისე ხერსონის რაიონში. ამ უკანასკნელში უკრაინელთა წინსვლა რუსების ევაკუაციის ფონზე კვლავ გრძელდება. რუსებმა ყველა იმ სოფლიდან გასვლა გადაწყვიტეს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონია. ზოგადად ხერსონში წინსვლა მნიშვნელოვანი სტიმულია უკრაინელებისათვის.”
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved