• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელში ჩაგვივარდა “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი – რატი იონათამიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:21 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„ხელში ჩაგვივარდა “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი,“- წერს დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოცილურ ქსელში.

იონათამიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციურმა ტელეარხებმა რამდენიმე „ფეიკ ნიუსი“ უნდა გაავრცელონ. მათ შორის იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პიარ გეგმა ებრაელმა კონსულტანტმა მოშე კლუგჰაფტმა დაუწერა.

„დოკუმენტში წერია,  რომ “მთავარმა,” “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” უნდა გაავრცელონ რაც შეიძლება მეტი “ფეიკი” (მითითებულია კონკრეტული მიმართულებები და “ქეისები”, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ,) მათ შორის, არჩევნებამდე სამი-ოთხი დღით ადრე უნდა გაავრცელონ ინფორმაცია, რომ თითქოს ,,ქართულ ოცნებას” გეგმა დაუწერა ებრაელმა კონსულტანტმა მოშე კლუგჰაფტმა.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ გამოგონილ გეგმაში ,,რასაც გინდა იმას ჩაწერ.” გეგმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, უნდა მოერგოს ოცნების ლიდერების წინა ინტერვიუებს, რითაც დარჩება განცდა, რომ ის ნამდვილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტში ასევე წერია, რომ ე.წ. ,,მოშეს გეგმა” პირდაპირ ეთერში უნდა განიხილოს მინიმუმ სამმა-ოთხმა ისეთმა ჟურნალისტმა, რომლებსაც “შეუძლიათ მთელი სერიოზულობით და ემოციებით განიხილონ ეს გეგმა. შეუძლიათ გაბრაზდნენ, იცინონ და ა.შ თავისივე გამოგონილ დოკუმენტზე,”- წერს რატი იონათამიშვილი.

მისი ინფორმაციით, გეგმის გასაჯაროების მთავარი მიზანი, გიორგი გახარიას რეიტინგის გაზრდაა.

„დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ე. წ. “მოშეს გეგმის” გასაჯაროების ერთ-ერთი მთავარი მიზანია წაეხმარონ მათ მოკავშირე გიორგი გახარიას, რადგან სხვანაირად “ქართული ოცნების” ხმების დაკლების და დაზიანების თეორიული შანსებიც კი ნულის ტოლია.
უტყუარი მტკიცებულება: როგორც გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში ვიხილეთ, ჟურნალისტები ერთი-ერთში საუბრობდნენ  “ ნაციონალური მოძრაობის“ პიარსტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტში აღწერილი გეგმის მიხედვით.

P. S. ცრუ ნიუსების იმედად დარჩენილ ბაბლს – ფეიკნიუსების ნომინაციაში ერდროულად 10 ოსკარი ჩვენგან, მაგრამ ხო მშვიდობა გაქვთ?“- წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved