• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელფასს უნდა დაემატოს შრომის კომპენსაცია, რომლის მითვისებასაც “ჯორჯიან მანგანეზი” შეეცდება” – მაისის სტუდენტური მოძრაობა

ალია ავტორი - ალია
20:50 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
991

მაისის სტუდენტური მოძრაობა, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:

⛰️ წლების განმავლობაში ჭიათურა, როგორც მთელი ქვეყანა ჩართული იყო ფიზიკური გარდარჩენისთვის ბრძოლაში. ქალაქი იქცა ინვესტორის საძარცვავ ადგილად. ეს პროცესი მოითხოვდა მაღაროელების შრომას. ეს შრომა კი ქალაქის დაპურებისა და არსებობის გარანტია იყო.
📍დღეს ფიზიკური გადარჩენაც შეუძლებელი ხდება. იმ პირობებში, როცა ყველა და ყველაფერი გაჩერებულია, ვერ ფუნქციონირებს ქალაქი, ვერ ყიდულობს შესაბამის საკვებს, ბავშვებს ვერ უშვებენ სკოლაში და გამოყავთ კულტურის წრეებიდან, ყოველდღიურად ურეკავენ ბანკები, აშანტაჟებენ ყადაღით, უჭრიან დენს, ვინაიდან მშრომელები ვერ იხდიან გადასახადს.
ჯერ თუ კიდევ რამე ხდება ჭიათურაში და მინიმალური ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრება მიმდინარეობს, მაღაროელებისვე თქმით, ეს ხდება მეგობრის, ნათესავის ან ახლობლის გადმორიცხული თანხებით, რასაც თან ახლავს იმედი, რომ მალე რაღაც შეიცვლება.
ეს ცვლილება მათთვის კონკრეტულია.
პირველ რიგში, მაღაროელებს 100%-ით უნდა აუნაზღაურდეთ არ ჩარიცხული ხელფასი, რასაც უნდა დაემატოს შრომის კომპენსაცია, რომლის მითვისებასაც “ჯორჯიან მანგანეზი” შეეცდება. კომპანია უნდა წავიდეს ჭიათურიდან, მაგრამ ამავდროულად ვალები უნდა გადაიხადოს, რაც მშრომელებისა და ქალაქის მიმართ აკისრია.
ხელფასის 100%-ით დარიცხვა აუცილებელია, რადგან მშრომელები 60%-იანი ანაზღაურების შემთხვევაში მცირედითაც ვერ ამოისუნთქავენ, ვინაიდან ამ ხელფასს ბანკი დაიტაცებს მაღალი საჯარიმო პროცენტებით. შესაძლოა ეს თანხებიც არ იყოს გადასახდელად საკმარისი.
თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ ქალი სანიტრები, დამლაგებლები, რომელთა ხელფასიც 400-დან 600 ლარამდე შორის მერყეობს.
ამიტომ ხელფასის 100%-ის დარიცხვა და ბანკების ვალის ჩამოწერა პირველი საფიქრალია ჭიათურისთვის.
მაგრამ მათ არ ავიწყდებათ ხვალინდელი დღე, როგორც ითხოვენ ახლა და ამ წუთას არსებობის პირობებს, ასევე ითხოვენ ამ პირობების მაწარმოებელ მატერიალურ ბერკეტს. აჩერებენ მათი ცხოვრების გაუარესების პროცესს და გვთავაზობენ სამომავლო ცხოვრების მოდელს, სადაც საბაზისო ეკონომიკური პრობლემები გადაწყვეტილია მუშების სასარგებლოდ და ისინი საკუთარი ინტერესებისამებრ განაგებენ ბუნებრივი რესურსის სიკეთეებს, რაც მანგანუმის ნაციონალიზაციით, მოპოვებული და გაყიდული მანგანუმის ყოველწლიური შემოსავლის 5%-იანი ფონდით, ქალაქსა და სოფლებს შორის უფასო ტრანსპორტირებითა და კომპანიის მიერ ხალხისთვის დანგრეული სახლების და ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურებას მოიცავს.
ეს მეთოდი, რომელსაც დღეს მაღაროელები იყენებენ, – შევეწინააღმდეგოთ გაუარესებულ ცხოვრებას,- იმაზე მეტის მოთხოვნით, ვიდრე როდესმე მუშათა კლასს ჰქონდა დამოუკიდებლობის ისტორიაში, სწორედ ისაა, რასაც ხელშესახები პროგრესის მოტანა შეუძლია.
დღეს დაუპურებელი ჭიათურა დაპურებასთან ერთად, დასაპურებელი საშუალებების საკუთარ ხელში მოსაქცევად იბრძვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved