• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი: მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ მამულიშვილური საქმისთვის

ალია ავტორი - ალია
13:14 06-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,967

„პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში“-ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მუზეუმის გაერთიანებაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მუშაობენ. ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელი 90 წლის გახლავთ, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის არის. შესაბამისად, მე, როგორც მუზეუმის დირექტორმა, ყველას სახელით მსურს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მამულიშვილური საქმისთვის და აქვე დავძინო, რომ ისტორიას დარჩება ის ოფიციალური ჩანაწერი მუზეუმის შემოსულობათა წიგნში, სადაც ჩაიწერება, რომ სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადასცა მუზეუმს ეს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი“-აღნიშნა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა.

ნიკა ახალბედაშვილის თქმით, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი მინიმუმ წლის ბოლომდე გამოფენილი იქნება საგანძურის საგამოფენო სივრცეში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამომსვლელმა მოქალაქეებმა. მისივე თქმით, ხელნაწერი საბოლოოდ განთავსდება იმ ადგილას, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთიდან დაბრუნებული ექსპონატები არის წარმოდგენილი.

„რაც შეეხება გეგმებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ წმინდა ხელნაწერის ჩამობრძანებას საქართველოში. ეს სივრცე არის ყველაზე უკეთ დაცული სამუზეუმო სივრცე საქართველოში. აქ ინახება საგანძური, ოქროს ფონდი, როგორც არის ეს საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი რამდენიმე თვე და მინიმუმ წლის ბოლომდე ხელნაწერი გამოფენილი იქნება სწორედ საგანძურის საგამოფენო სივრცეში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამომსვლელმა მოქალაქეებმა. მათ, ვინც ჩვენი მოსწავლეები უნდა ჩამოიყვანონ. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები იქნებიან ბევრი, ვინც ამ მიზნით ეწვევიან მუზეუმს. ჩვენ ამ სივრცეში რამდენიმე იდეას განვიხილავთ, თუ კონკრეტულად რომელ ადგილას უნდა განთავსდეს ეს ხელნაწერი. შემიძლია გაგანდოთ ის ადგილი, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს არის ადგილი, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთიდან დაბრუნებული ექსპონატები არის. ეს არის დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, ეს არის ტონდო გელათიდან მამაის გამოსახულებით, ეს არის პანაღეა, ტიხრული მინანქრით და ეს არის რა თქმა უნდა, ბედიის ბარძიმი“- განაცხადა ახალბედაშვილმა.

აქვე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აცხადებს, რომ იწყება მუშაობა, რათა შეიქმნას უწყებათაშორისო სამეცნიერო ჯგუფი ხელნაწერის მეცნიერულად შესწავლისთვის. მისივე თქმით, ამის მიზანი არის ის, რომ ხელნაწერის შესწავლისას უზრუნველყოფილი იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა სხვადასხვა სამუზეუმო კვლევითი თუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებიან ამ დარგს და მათი ჩართულობა იქნება იმის გარანტი, რომ მაღალკვალიფიციური და სანდო შედეგი იქნება დადებული ბოლოს. „ჩვენ გამოფენასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი სამეცნიერო ჯგუფი იმისთვის, რომ დავიწყოთ ხელნაწერის მეცნიერული კვლევა. ამისთვის ჩვენ მივმართავთ ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს, სადაც თვრამეტი ცნობილი მეცნიერი მუშაობს და ჩვენ სწორედ ამ მეცნიერებზე დაყრდნობით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დავაკომპლექტებთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომლებსაც ეთხოვებათ ხელნაწერის შემდგომი ყოვლისმომცველი შესწავლა. აქ ვგულისხმობთ მუზეუმის სპეციალისტებს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერის ცენტრის სპეციალისტებს, ეროვნული არქივის სპეციალისტებს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ისტორიის ინსტიტუტის ჩართულობას, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობას. ასევე, ცალკეული მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობას.

მიზანი არის ეს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ხელნაწერის შესწავლისას, რომლის მსგავსიც კი საქართველოში არ იარსებებს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა სხვადასხვა სამუზეუმო კვლევითი თუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან იმ პირების, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებიან ამ დარგს და მათი ჩართულობა იქნება იმის გარანტი, რომ მაღალკვალიფიციური და სანდო შედეგი იქნება დადებული ბოლოს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი კოლაბორაცია და თანამშრომლობითი პროცესი ერთობ საინტერესო მოვლენა იქნება.“-განაცხადა ნიკა ახალბედაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved