• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ“ – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:16 08-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი საქართველოს კონსტიტუციის დღესა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება:  

“უკრაინას, საქართველოს მოძმე ერს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ მძიმე ბრძოლაში, ერთი მტრის წინააღმდეგ, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ გადაიწერა და დღეს მორგებულია და ემსახურება ივანიშვილისა და მისი „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ.

თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ, რომ კანონი უზენაესია, რომ კანონები უნდა დავიცვათ – დიახ, ეს სწორია, მაგრამ საქართველოში უამრავი კანონია, რომელიც არის უსამართლო, მორგებულია „ქართულ ოცნებას“, ხელს უწყობს კორუფციას, არჩევნების გაყალბებას, შერჩევით სამართალს, აკნინებს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მედიას. ეს კანონები არ იწვევს პატივისცემას და უნდა შეიცვალოს!

მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში 6 მილიონი ებრაელი და ყველა სხვა მოქალაქე, ვინც არ ეთანხმებოდა ნაციზმს, სწორედ ზედმიწევნით, დაწვრილებით დაწერილი კანონებით გაანადგურეს. ასეთ უსამართლო კანონებს ვერც ავიტანთ, ვერც დავიცავთ.

ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ საქართველოს წინსვლისთვის!”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved