• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” სლოგანი მცდარი და ყალბი იყო, თვალთმაქცობს…”

ალია ავტორი - ალია
16:47 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პოლიტოლოგი და ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს სოციალურ ქსელში:

“რაც სახეზეა – არჩევნების შედეგი, – ერთი მხრივ, მოლოდინების გაცრუების შედეგია. (2012-ში ადამიანებს სხვა რამ სურდათ და მხოლოდ მიიღეს რაღაც, რომელიც მათ არ აკმაყოფილებს)!

მეორე მხრივ, ამ იმედგაცრუებამ, ქართული ახირებული ხასიათიდან გამომდინარე, პროტესტი გამოიწვია. ქართველს კი პროტესტი სპეციფიკური აქვს: იგი ჯიბრზე შენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და არა პრაგმატული მოსაზრებებითა და ლოგიკის საფუძველზე.

ასეც მოხდა! მაგრამ ეს თავისთავად არ მომხდარა!

ხელისუფლების მთელი პროპაგანდისტული პოლიტიკა წლებია ემსახურება შეფარულ მიზანს: ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდას, რადგან როცა პოლიტიკური ველის პოლარიზაციას ახდენ, შენ სპობ საშუალებებს რაიმე ალტერნატივის გაჩენისა და სპობ პერსპექტივას პოლიტიკური დაბალანსებული ველის შექმნისათვის, რომელსაც შეეძლება წონასწორობის დაკავება და გაწონასწორებისა და შეკავების” მექანიზმების ამოქმედება…

როცა „შუა გაკრიფე“ ფაქტობრივად ამზადებ ნიადაგს მომავალში ხელისუფლების გადაცემისათვის: რადგან სხვა არავინ იქნება, ხელისუფლება იმან უნდა გადაიბაროს, რომელიც მეორე მხარესაა…

პოლიტიკური თვალსაზრისით მცდარი და სინამდვილეში ყალბი სლოგანი: „დავასრულოთ ნაცები!“,
სინამდვილეში ნაცების პროპაგანდა იყო და მოქალაქეების ყურადღების კონცენტრაციას მათზე ახდენდა… ტექნოლოგიამ 100%-ით შედეგიანად იმუშავა და მიზანი მიღწეული იქნა.

რადგან, არ არსებობდა მილიონიდან 1 შანსიც კი, ნაცმოძრაობა „დასრულებულიყო„… ამის თაობაზე არაერთ საგაზეთო თუ ტელეინტერვიუში მივუთითე, რომ ეს უაზრო სლოგანი და პოლიტიკურად ძალზე მცდარი და საშიში პროპაგანდა იყო…

„ოცნება“ თვალთმაქცობს, როცა წინა ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს, რადგან დამნაშავეების გასამართლება მოწვეული ცნობილი ადვოკატებისა და ღია სასამართლო პროცესების საშუალებით შეეძლო, მაგრამ, ამის ნაცვლად, – კოჰაბიტაცია და ყალბი პროპაგანდა ამჯობინა!

დღევანდელი შედეგი – ლოგიკურია!

ხელისშეწყობამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის პარტიებისა, მათი დაფინანსების უზრუნველყოფამ და ღრმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა – ისინი პარლამენტში არიან!

მათი მხარდაჭერა განაპირობა აგრეთვე ბოლო 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემის განადგურებამ ახალგაზრდებში ყალბი, დამანგრეველი და დესტრუქციული ფასეულობათა სისტემის, ყალბი ორიენტირების გაჩენამ… ამ ტყლაპო-შეხედულებების მხარდაჭერა მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანებს შეუძლიათ!

არცერთი კლასიკური კონსერვატული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ვერ მოხვდა! ერთი კონსერვატორული კლასიკური მემარჯვენე პარტიაც კი, დაფუძნებული ტრადიციულ ფასეულობაზე!

ეს ერთადერთის მაჩვენებელია: ქართველებს დიდად არაფრად უღირთ ტრადიციული კულტურული ფასეულობები, საკუთარი კულტურა, – საკუთარი იდენტურობა!

არ უღირთ! შედეგიც შესაბამისია…
თუ ასე გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად დაეშვება იმ უკიდურეს მდგომარეობაში, როცა მისი იდენტურობა, მისი გავლენა ამ ქვეყანაში ნიველირებული იქნება და იგი ეროვნულ უმცირესობაში გადავა!

ორი რამ გარანტირებულს ხდის ამ სასტიკ პერსპექტივას:
(ა) დემოგრაფიული კატასტროფა
(ბ) გაუნათლებლობის კულტივირება (განათლების დეგრადაცია) და ყალბი იდეოლოგიური ორიენტირების (გლობალურად ქართულ კულტურაში) გავრცელების მხარდაჭერა სახელმწიფოს დონეზე!“

თეგები: 2020 არჩევნებიდემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved