ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარისთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“რადიო “თავისუფლება” იუწყება: ევროკავშირმა ნიკა მელიას სასარგებლოდ 40 ათასი ლარის გირაო გადაიხადა. ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობას უხდის ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე.
ხელისუფლების და მისი დამქაშების გეგმა – ნიკა მელია ან ციხეში ჩარჩენილიყო ან კრიმინალ სამართალდამცავ დამნაშავეებთან ერთად ამნისტიით განთავისუფლებულიყო, ჩაშლილია!
ბრძოლა გრძელდება!”, – წერს ფეისბუქზე სარიშვილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ‘ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.
კომენტარები