• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებავ! ხორვატიის დროშის დაცვაზე უფრო აქტუალურია დაიცვათ ადამიანები, ვინც ერის ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეზე ზრუნავს! – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
17:07 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

აკრძალეთ არაჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ჯანსაღი წესის პროპაგანდის ხელის შეშლა კანონით! – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ხელისუფლებას მიმართავს.

“საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება…”….კარგი ბატონო, არაა ცუდი საქმე მეგობრებზე აუგის მთქმელთა დასჯა. მაგრამ სანამ ისედაც მშვენივრად დაცულ ქვეყანა- ორგანიზაციებს დავიცავთ, ეგებ აქვე, ქართველი ექიმებისთვის მიგვეხედა? ძალიან დაუცველი ვართ როგორც ფიზიკური მოძალადეებისგან, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფებისაგან! ადამიანებს, თუ ახლობელი გარდაეცვალათ კლინიკაში (არა აქვს მნიშვნელობა ასაკს და დაავადებას), მიაჩნიათ რომ აქვთ სრული უფლება, მიაყენონ შეურაცხყოფა პერსონალს, ხელითაც შეეხონ ადამიანს, ან დააზიანონ ძვირფასი ინვენტარი ან ინტერიერი.. გარდაცვალება- ეს უკიდურეს შემთხვევაში, თორემ შესაძლოა იმაზე ატეხონ დებოში- პერსონალზე გაწევით, თუ ნაქეიფარზე, ღამით, ახლობლის მონახულება მოუნდათ და ამ სრულიად გასაგებ და სათუთ სურვილს კლინიკის მთელი კოლექტივი ოვაციებით არ შეხვდა… სხვათა შორის, ამ საკითხზე მგონი 2017 წელს წამოიწყო მაშინდელმა კომიტეტის თავმჯდომარემ და ჩემმა მეგობარმა, Kaki Zoidze მ კანონპროექტის შედგენა, თუმცა არაფერი გამოვიდა ამ საქმიდან. არცერთ ექიმს არ ვიცავ და მით უფრო- არ ვაფარებ ხელს! არსებობს ცივილიზებული მეთოდები და მერწმუნეთ, არც სამინისტრო, არც ძალოვნები არ დააფარებენ ხელს- პირიქით, ხანდახან მეჩვენება, რომ ცოტა მეტიც მოსდით დასჯა. ასეთი ტიპის დავები ყველა განვითარებულ სახელმწიფოშია და სასამართლოთა დიდი წილი სწორედ მათზეა, მაგრამ არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს და მით უფრო- მოვალეობის შესრულების დროს სამედიცინო პერსონალს! ამ ადამიანის უფლებებს რომ თავი დავანებოთ, ამ დროს ყველა იმ პაციენტის უფლებაც ირღვევა, ვისაც ამ ექიმმა შემდეგ უნდა მიხედოს, ან უნდა მიეხედა…ამ ყველაფერს, ახლა ახალი მოდაც დაემატა: შეურაცხყოფას გაყენებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის, დაავადებათა პროფილაქტიკის პროპაგანდის გამო! თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, გახდა ტვინნაღრძობ ანტივაქსერთა სამიზნე! (“ტვინნაღრძობი”- არ არსებობს ასეთი მენტალური დიაგნოზი და ვერ მიჩივლებთ, რომ დაავადებულებს აბუჩად ვიხსენიებ). დაავადებათა პროფილაქტიკის სახალხოდ მომწოდებლები, ჩემში უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და სადღაც, გულის სიღრმეში, გამიხარდა კიდეც, რომ გუშინ მე გავხდი ასეთი მა-სირებული, ორკესტრირებული შეტევის სამიზნე. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, ჩემს განმარტებით სტატუსზე წამოვიდა 60-70 კომენტარი შეურაცხყოფებით და გინებით. ალბათ მეტიც იქნებოდა, გამოთაყვანებულებისთვის კომენტარი რომ არ ჩამეკეტა. მათ ჰყავთ რამოდენიმე ბელადი და აქტიური 200- 300 პირი. არაა ბევრი, მაგრამ აქტიურად ხტებიან საიტებზე, გვერდებზე… ხელისუფლებავ! ხორვატიის დროშის დაცვაზე უფრო აქტუალურია დაიცვათ ადამიანები, ვინც ერის ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეზე ზრუნავენ! აკრძალეთ არაჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ჯანსაღი წესის პროპაგანდის ხელის შეშლა კანონით! თუ არ მოარტყით ტუჩებში გათავხედებულ უვიცებს- თუნდაც ჯარიმით- სხვაგვარად არ გაჩერდებიან!წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენს იხმაურებენ რომ ბევრი გამოჩნდნენ და ისედაც არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფ, ახალი შტამის მომლოდინე ქვეყანას ფსკერისკენ გააქანებენ“ – წერს გადელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved