• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებას ურჩევნია, რომ ადამიანებს ხელიდან ხელში მისცეს ფული- ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:17 04-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ გუშინ წარმოდგენილი გეგმა არის არა ეკონომიკური, არამედ სოციალური და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ზუსტი გაგება არ აქვს, რა არის ეკონომიკური გეგმა და რა არის სოციალური. ეს არის მთლიანად სოციალური პაკეტი. ეკონომიკის სტიმულირებასთან ამ გეგმას არანაირი კავშირი არ აქვს ორი მცირე გამონაკლისის გარდა. ერთი გახლავთ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე და მეორე დღგ-ს ავტომატური დაბრუნება. დანარჩენი, რაც ამ პაკეტში მოცემულია, არის წმინდა წყლის სოციალური პროექტები. მე არ დავიწყებ კრიტიკას, რომ მეტის გაკეთება იყო საჭირო. გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწირი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, პოპულისტური რიტორიკა რაც ისმის, რომ 200 ლარი კი არა, 1000 ლარი უნდა მიეცათ, არც თუ ობიექტურია, თუმცა ამ პაკეტის ფარგლებშიც კი შეეძლო ხელისუფლებას, რომ ამ პროექტისთვის მიეცა ეკონომიკური მიმართულება. მაგალითად, 200-ლარიანი პაკეტი რომ ავიღოთ, იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა.

მე ვფიქრობ, რომ ამ სახით არ უნდა მომხდარიყო, ჯობდა ამ პროექტისთვის ბიზნესთან ერთობლივი პროექტის სახე მიეცათ და ამას რამდენიმე პლუსი ექნებოდა. მენეჯმენტში გააიოლებდა საქმეს და უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, კორუფციული რისკებისგან დაზღვეული იქნებოდა. ეს იქნებოდა სწორი, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა. სამწუხაროდ, აქ ეჭვები ჩნდება, რომ ხელისუფლება საარჩევნო, წმინდა პოლიტიკურ პრიზმაში უყურებს საკითხს და ურჩევნია, რომ ადამიანებს ხელიდან ხელში მისცეს ფული და არა ბიზნესის გავლით. სამართავად ამ ტიპის პროექტები ძალიან რთულია და კორუფციული რისკი არის ძალიან მაღალი.

ხელისუფლებამ რომ მოინდომოს თავისი 80 000 საარჩევნო კოორდინატორის ამ სიაში ჩაწერა და ამ ფულის ხარჯზე საარჩევნო სახსრების ირიბად გენერირება, კაცი ვერ გაიგებს, ასე იქნება თუ არა. მე არ ვამბობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამის მძიმე გამოცდილება გვაქვს. ხელისუფლება თუ სახელმწიფოებრივ ამოცანებს ასრულებს, უნდა მოერიდოს იმ ტიპის პროექტებს, სადაც შეიძლება ისეთი კითხვები გაჩნდეს, სადაც დასაბუთებული პასუხის გაცემა ჭირს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პოლიტიკურმა ინტერესმა არ უნდა დააზიანოს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

„მე ვფიქრობ, ზოგიერთ დეტალში პოლიტიკური ინტერესი დომინირებს სახელმწიფო ინტერესზე. ეს პროექტი შეიძლებოდა ბევრად უფრო უკეთესად და ეფექტურად განხორციელებულიყო, თუ ის იქნებოდა ბიზნესთან კოოპერაციაში განხორციელებული. გახარიას აქვს პოტენციალი იმისა, რომ ეფექტური გუნდი შეკრას, მაგრამ მას ხელ-ფეხი აქვს შეკრული იმიტომ, რომ როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი არ არის.

მე მოვუწოდებდი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს არაკომპეტენტური, მასთან აფილირებული მინისტრები გაიყვანეს თამაშიდან და მისცეს გახარიას საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ეფექტური გუნდი იმიტომ, რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი და არსებული გუნდით, რომელმაც ეჭვი მაქვს, განსხვავებაც არ იცის, რა არის სოციალური და რა არის ეკონომიკური და რა განსხვავებაა მათ შორის, ასეთი სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა ძალიან რთულია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved