• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლებას, სააკაშვილთან დაკავშირებით, ორი მიზანი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთს ვერ მიაღწიეს“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:05 11-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– სააკაშვილი მშიშარა ნამდვილად არ არის. ხელისუფლების ამოცანა იყო, მორალურად დაემცირებინა სააკაშვილი. იმ კადრების გამოქვეყნებით, უკუშედეგი მიიღო. ვისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, იმათაც კი დაინახეს, რომ რაღაც ისე იქცევა ეს კაცი, ვაჟკაცურად…  შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება შეცდომას უშვებს ამ პროცესში. თავი გავანებოთ, რომ კანონს არღვევენ, იმ კადრებს აქვეყნებენ, რომელთა გამოქვეყნების უფლებაც არ ჰქონდათ. მათი ამოცანა მაინც ვერ სრულდება. სააკაშვილის მორალურ განადგურებას ვერ მიაღწიეს.  ვერც მეორე მიზანს მიაღწიეს. მეორე მიზანი ის იყო, რომ ამ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე, გამოეწვიათ ოპოზიცია, მკვეთრი ნაბიჯები გადაედგა მერე ოპოზიციას, რითაც შეიქმნებოდა ფორმალური საფუძველი, რომ გამოეყვანათ პოლიცია და ეცემათ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, დაეჭირათ, მათ შორის, ლიდერები.

– სააკაშვილი რომ დაიღუპოს, რამდენად მოსალოდნელია, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს და  საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს?

– ეს წარმოუდგენელი სცენარია, მაგ სცენარს არც განვიხილავ. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. სააკაშვილის დამცირებით, აგდებული კომენტარებით  მის  პროვოცირებას ახდენს. რომ სააკაშვილმა მოახდინოს თავისი მდგომარეობის რადიკალიზაცია. ხელისუფლებას თითქოს არ სჯერა, რომ სააკაშვილი შიმშილით  მოკვდება. ასეთი დამიკიდებულება აქვთ მის მიმართ და ამიტომ მიდიან ვა–ბანკზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის ორგანიზმს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ჩვენ არ ვიცით, ეს როდის დაიწყება და დაიწყება თუ არა. თუმცა, ადამიანის სიცოცხლით ასე თამაში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, როდესაც მეორე მხარე პირობას სდებს, თუ სააკაშვილს გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, იმ კლინიკას ახლოს არ გაეკარებიან. ამ დროს ხელისუფლება მაინც ჯიუტად იძახის, არ გადავიყვანთო, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. რა შეიძლება მოხდეს მოვლენების ფატალური განვითარების შემდეგ? მე ვფიქრობ, ამის მერე ხელისუფლება დელეგიტიმილიზებული იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას,  ისტორიაში ეს იმხელა შავი ლაქა იქნება,  ეს იქნება საშვილიშვილო კომპრომატი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასე ცინიკურად უდგებიან ამ საკითხს. სააკაშვილი ავტორიტეტია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის,  მაგრამ ის არ არის ავტორიტეტი საზოგადოების უმრავლესობისთვის. მოვლენების ფატალური განვითარება, ისედაც სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან პრობლემატური… ხელისუფლებას აწყობს, დილიდან საღამომდე სააკაშვილზე რომ არის ლაპარაკი და ამ დაგროვილ თემებზე ხმას აღარავინ იღებს. არ არის ლაპარაკი გაზრდილ ტარიფებზე, დამძიმებულ სამომხმარებლო კალათაზე, ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე… ყოველ დღე ათობით ადამიანი იღუპება კოვიდით.  ამ ადამიანებს შეეძლოთ ეცოცხლათ კიდევ დიდხანს და ესეც  ხელისუფლების კისერზეა. ამაზე  აღარავინ ლაპარაკობს, თითქოს ეს თემები აღარ არსებობს. დამერწმუნათ, მოსახლების უმრავლესობას ეს უფრო აწუხებს. სააკაშვილის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის გარდაცვლილები, რა, ადამიანები არ იყვნენ? და რამდენი ასეთი 80 და მეტი ადამიანი  იღუპება კოვიდით ყოველდღე?  ეს თითქოს პრობლემა არ არის და თითქოს ეს  არ არის  ხელისუფლების კომპრომატი, თითქოს მერე რა მოხდა. ასე უდგება ოპოზიცია ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს  საკითხებს და საერთოდ არ ლაპარაკობენ ამაზე.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved