• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
00:41 10-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“ლელო” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. ამჯერად პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კასპის მოსახლეობას შეხვდა და გორისა და კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი – პაპუნა კობერიძე წარუდგინა.

გამართული ღონისძიების ფარგლებში კი ხაზარაძემ მოსახლეობას რეგიონში არსებული პრობლემების პარალელურად მათ “ლელოს” ახალი მარშალის გეგმა” გააცნო, რომელიც პარტიის მთავარი პროგრამული დოკუმენტია და მოიცავს ქვეყნის განვითარებისთვის ყველა საჭირო მიმართულებას: ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურის განვითარებას და სხვა.


“ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს”- ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კასპის და გორის საარჩევნო ოლქში პაპუნა კობერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. 


“ვიცით, რომ ამ რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გორი, კასპი და საერთოდ, შიდა ქართლი იმ ეპიცენტრში, რასაც ჰქვია აგროწარმოება, ბიოწარმოება, რომ ქვეყანა  ერთხელ და სამუდამოდ ექსპორტზე გავიდეს. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოდის და ყველა მხრივ მდიდარია, არ უნდა ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. არამედ პირიქით, ჩვენ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა ამას აკეთებს. რადგან მათ არ გააჩნიათ ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ამის ნაცვლად დაკავებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერით,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ღონისძიების მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ მხრივ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ხაზარაძის თქმით, მსგავსი შინაარსის საქმე ხმაურით და დაჭერებით არ წყდება, ეს არის ანტი სახელმიწოფოერბივი გადაწყვეტილება და არის პირდაპირი წინასაარჩვენო ე.წ ტრიუკი, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს ივანიშვილი და “ოცნება”. 

“ჩვენ ამას აბსოლუტურად ვემიჯნებით და როგორც კი “ლელო” მოვა ხელისუფლებაში, არამარტო გარეჯის საკითხს, არამედ მთლიან ქვეყნის გაერთინების საკითხს მივიყვანთ ბოლომდე, ისე, რომ არ დაზიანდება არავის ინტერესი,”- აცხადებს ხაზარაძე. 


მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა კასპის და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე და დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

“ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც აქ დგას. მე თუ ჩემი ამომრჩეველი მენდობა, რომ ვიყო მათი ხმა საკანონმდებლო ორგანოში და ვიზრუნო ყველა მოქალაქის დასაცავად, ვიბრძოლებ, პირველ რიგში, მმართველობის სრული დეცენტრალიზაციისა და მმართველობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, რეგიონს აქვს ბევრი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ,”- აღნიშნა კობერიძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved