• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლებამ, ანაკლიის პორტის მსგავსად, მორიგი, დიდი პროექტი ჩააგდო

ალია ავტორი - ალია
17:20 03-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის მიერ 2 წლის წინ დაანონსებული “კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის” პროექტი, იდეასთან ერთად გაქრა. სხვადასხვა მედიასაშუალებებში ქადაგიშვილი თავის დროზე აცხადებდა, რომ “აზიის განვითარების ბანკთან” პარტნიორობით, 2019 წელს პროექტი მზად იქნებოდა.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან” – აცხადებდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. 

აღსანიშნავია, რომ საქმის კურსში იყო “საქართველოს რკინიგზაც”. თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი, საბოლოოდ მორიგ “შეუსრულებელ დაპირებად” ტრანსფორმირდა და დღეს იდეის ინიციატორების მხრიდან უცნაურ, უხერხულ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ. რაც ყველაზე მთავარია, “მეტრონომმა” წერილი მიიღო როგორც “აზიის განვითარების ბანკიდან”, ასევე “საქართველოს რკინიგზისგან”. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ორივე ორგანიზაცია ამბობს, რომ რკინიგზის აღდგენა/მოლაპარაკებების პროცესში ისინი ჩართულები არ ყოფილან.

“საქართველოს რკინიგზა”: “გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზა არსებითად არ ყოფილა ჩართული აღნიშნული პროექტის განხილვის პროცესში და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ტექნიკური საკითხების განხილვა და/ან გადაწყვეტილებების მიღება მოხდა.

“აზიის განვითარების ბანკი”: “გაცნობებთ, რომ აზიის განვითარების ბანკს საქართველოში არ აქვს არც ერთი დასრულებული, მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტი რკინიგზის მიმართულებით”.

მოდი, მაინც დავსვათ კითხვა, როდის აღდგება (ან საერთოდ აღდგება თუ არა) კახეთის სარკინიგზო ხაზი? – ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელიც კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აქვთ, როდესაც 2012 წელს, “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნო პერიოდში, რკინიგზის აღდგენის შესახებ ისაუბრა.

კახეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე თავის დროზე მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამ თემაზე საუბარს კახეთში, ერთ-ერთი სატუმროს გახსნის ცერემონიალზე.

“რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია”, – აცხადებდა გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს, ახაშენში სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე.

ამავე პერიოდში, კახეთის რკინიგზის აღდგენის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას აჟღერებდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულიც. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობდა, რომ რკინიგზის აღდგენის პროექტი მზად 2019 წელს იქნებოდა და რეაბილიტაცია “აზიის განვითარების ბანკის” ჩართულობით მოხდებოდა.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, – ამბობდა ირაკლი ქადაგიშვილი.

მოდი, ეს უცნაურობა დროებით გვერდზე გადავდოთ და გავარკვიოთ, რას ამბობენ უკვე დღეს სტრატეგიული იდეის ავტორები, რომლებმაც თითქმის პროექტიც დადეს, დონორთანაც ითანამშრომლეს და უფრო მეტიც, კახეთში ტურიზმის აყვავებასთან ერთად, აღდგენილი რკინიგზით ცხვრებიც კი გადაიყვანეს და ასე დაეხმარნენ ადგილობრივ მეურნეობას. სხვათა შორის, ამაზეც იყო საუბარი კახეთის გუბერნიის მხრიდან რამდენიმე მედიასაშუალებაში.

რაზე დაყრდნობით აცხადებდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, რომ რკინიგზის აღდგენის პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს იქნებოდა მზად და რომ მის განხორციელებაში ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი “აზიის განვითარების ბანკი” იქნებოდა? დაიგეგმა თუ არა რკინიგზის აღდგენა? თუ დაიგეგმა, რატომ არ/ვერ განხორციელდა? იყო თუ არა მოლაპარაკებებში ჩართული მხარე “აზიის განვითარების ბანკი”, ასევე “საქართველოს რკინიგზა”? “- აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემდეგ, “მეტრონომმა” “აზიის განვითარების ბანკსა” და “საქართველოს რკინიგზას” ოფიციალური წერილით მიმართა, კახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციას კი, უშუალოდ ჟურნალისტი დაუკავშირდა.

სააგენტომ “აზიის განვითარების ბანკისგან” მიიღო პასუხი, რომელშიც ვკითხილობთ:  “მადლობას გიხდით “აზიის განვითარების ბანკის” პროექტების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. გაცნობებთ, რომ “აზიის განვითარების ბანკს” საქართველოში არ აქვს არც ერთი დასრულებული, მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტი რკინიგზის მიმართულებით. პატივისცემით, ანა ჭიჭინაძე”.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს “საქართველოს რკინიგზაც”, რომელსაც წესით, უნდა სცოდნოდა, რომ რკინიგზის აღდგენა იგეგმებოდა. პასუხი აღნიშნულ თემაზე “საქართველოს რკინიგზისგანაც” მივიღეთ:  “გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზა არსებითად არ ყოფილა ჩართული აღნიშნული პროექტის განხილვის პროცესში და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ტექნიკური საკითხების განხილვა და/ან გადაწყვეტილებების მიღება მოხდა”.

რაც შეეხება კახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციას, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, ორი წლის შემდეგ, მისმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ განმარტა:

“დაზუსტებით ვიცი, რომ პროექტირებაზე საუბარი არ ყოფილა. აქ იყო საუბარი მოსაზრებაზე – გამოითქვა მოსაზრება კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან, რომ დაწყებულიყო მიზანშეწონილობის კვლევა, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა რკინიგზის აღდგენა კახეთის რეგიონში. გუბერნატორმა მხოლოდ მოსაზრება გააჟღერა და ჩვენ ვთხოვეთ “აზიის განვითარების ბანკს”, მიეღოთ ჩვენი წინადადება, ჩვენი გუბერნატორის სურვილი იმისთვის, რომ ეს მოსაზრება დაემუშავებინათ”, – განაცხადა კალმახელიძემ.

შეკითხვაზე, თუკი ირაკლი ქადაგიშვილს რკინიგზის აღდგენა მხოლოდ სურვილი/იდეა/მოსაზრება იყო, რაზე დაყრდნობით აცხადებდა რწმუნებული, რომ პროექტი 2019 წელს მზად იქნებოდა და თანაც, “აზიის განვითარების ბანკის” უშუალო ჩართულობით? – პლატონ კალმახელიძემ განაცხადა:

“არ ვიცი, რომელმა მედიასაშუალებამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, რომ თითქოს გუბერნატორი ამბობდა, 2019 წელს მზად იქნებოდა რკინიგზის პროექტი. მე დაზუსტებით ვიცი, რომ ეს იყო მის მიერ გამოთქმული სურვილი და მოსაზრება. მინდა გითხრათ, რომ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი არის კომპეტენტური და თანმიმდევრული ნებისმიერი საკითხის დაგეგმვაში. შესაბამისად, ის ვერავითარ შემთხვევაში, ვერ დაანონსებდა პროექტის შექმნას, ვინაიდან პროექტს წინ უნდა უძღოდეს წინასაპროექტო კვლევა, ასეთი წინასაპროექტო კვლევა კი, არ ყოფილა. შესაბამისად, მის გარეშე, ბატონი ირაკლი ამას ვერ დაანონსებდა. მე ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ეს იყო მისი სურვილი და ვფიქრობ, ბატონ ირაკლის ცუდი სურვილი არ ჰქონია, პირიქით, ჰქონდა კეთილშობილური სურვილი კახეთის განვითარებისა”, – განაცხადა რწმუნებულის მოადგილემ, თუმცა, ამის შემდეგ ის ამბობს, რომ ირაკლი ქადაგიშვილს სავარაუდო კონტრიბუტორ ორგანიზაციასთან პირადი შეხვედრებიც ჰქონდა.

“ჩემი ინფორმაციით, გუბერნატორი საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს “აზიის განვითარების ბანკთან” სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის, აღნიშნული რკინიგზის მიზანშეწონილობის პროექტთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა პირადი შეხვედრებიც, ასევე სხვადასხვა არხებით ჰქონდა ეს მიწოდებული აზიის განვითარების ბანკთან. ამ წუთას, ახლა, აზიის განვითარების ბანკი რას აკეთებს ამ პროექტთან დაკავშირებით, არ შემიძლია გითხრათ. გუბერნატორი  ასევე აზიის განვითარების ბანკთან სხვადასხვა არხის საშუალებით კომუნიცირებდა ამ საკითხზე. სხვადასხვა სახელმწიფო უწყება უწევდა, მე როგორც ვიცი, ადვოკატირებას ამ მოსაზრებას იმისთვის, რომ მიზანშეწონილობა ყოფილიყო შესწავლილი”, – განაცხადა კალმახელიძემ.

არის თუ არა ეს ორი განცხადება ურთიერთგამომრიცხავი, თავად მკითხველმა შეაფასოს. თუმცა, ერთი ფაქტია, რომ “აზიის განვითარების ბანკი” პირდაპირ გვწერს, რომ მას საქართველოში არ ჰქონია არც ერთი დასრულებული, მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტი რკინიგზის მიმართულებით.

კითხვაზე,  “აზიის განვითარების ბანკმა” არ დაადასტურა რკინიგზასთან დაკავშირებული რამე პროექტის არსებობა, ისევე როგორც არ დაადასტურა მოლაპარაკებების არსებობა თუ დაგეგმილი პროექტი რკინიგზის მშენებლობის მიმართულებით, პლატონ კალმახელიძემ განაცხადა:

“ვინ თქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო პროექტის სახით? არასწორ ინტერპრეტაციას აძლევთ ჩემს კომენტარს. ამაზე უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ დღის განმავლობაში”. – გვითხრა კალმახელიძემ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, “აზიის განვითარების ბანკისგან” “მოსაზრების გადაგზავნის” შემდეგ, ადმინისტრაციას კონკრეტული პასუხი არ მიუღია. რატომ არ დაინტერესდა რწმუნებულის ადმინისტრაცია, ორგანიზაციისთვის გადაგზავნილი “რკინიგზის აღდგენის იდეის” ბედით, გაუგებარია, ისევე, როგორც გაუგებია, განხორციელდება თუ არა საერთოდ, კახეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენის სამუშაოები.

რედაქციისგან:

ანაკლიის პორტის მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან მორიგი პროექტი ჩავარდა. კახეთის მოსახლეობისთვის რომ რკინიგზის აღდგენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამაზე ბევრის წერა არ ღირს. “აზიის განვითარების ბანკისა” და “საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოგზავნილი პასუხების ფონზე, დაანონსებული და დაპირებული მშენებლობის ჩავარდნა რითი უნდა იყოს გამოწვეული, მკითხველმა შეაფასოს. ერთი ფაქტია, კახეთის რეგიონის ადმინისტრაციის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ემატება “საქართველოს რკინიგზის” უცნაური პოზიციაც, რომ  მათ აღნიშნულ პროექტზე არაფერი იცოდნენ. ეს კი იმას ჰგავს, მაგალითად, ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის სამედიცინო ობიექტის მშენებლობა დაანონსდეს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაფერი იცოდეს. თუკი ქვეყანაში ხალხის მიერ დაქირავებული სამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლების მხრიდან არსებობს დაანონსებული, შეუსრულებელი დაპირებები და მათ პასუხს არავინ თხოვს, ბოლო სიტყვა დამქირავებლებს ეკუთვნით…

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved