“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“წამით ეჭვი არ შემპარვია და ამაზე ცხადი არაფერი იყო, ჩემი აზრით.
ახლა გაგრძელება:
ან ვერ იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია და გაიქცევა
ან იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია და უნდა გაიქცეს.
მოკლედ, ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა. მალე.”
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები