• რეკლამა
  • კონტაქტი
00:44, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება მიდის ბელარუსის გზით, ეს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იქნება” – ხათუნა ლაზაგიძე

ალია ავტორი - ალია
16:57 07-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაზაგიძე:

„ხელისუფლებას კარგად აქვს გაკვალული გზა პროტესტის განეიტრალებისკენ. მან უკვე შედეგიანად შეძლო 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე ყველა საპროტესტო მუხტის დაგდება: გაწელა დროში და, შესაბამისად, წინააღმდეგობის მუხტი მინელდა და ჩამოიშალა.

ამიტომაც, პირველი ამოცანაა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტი გარანტირებულად წამგებიანი იქნება. თან ზაფხული მოდის, თან კოვიდით ინფიცირების შემთხვევები მატულობს და ეს წინააღდეგობის მოძრაობის სასარგებლოდ არ იმოქმედებს.

როდესაც ფაქტობრივად მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, დასავლეთს სჭირდება გონიერი, რაციონალური პარტნიორი ოპოზიციის სახით და იღებას რას – თავიდან პარლამენტში არ შევიდნენ, მერე შევიდნენ და რას მიაღწიეს ამ შესვლით, კი ვხედავთ. ახლა ისევ ბოიკოტს და გამოსვლას აპირებენ და ამ უმიზნო ნაბიჯებით ხალხიც დაიღალა და დასავლეთიც. მათ ქმედებებს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. როდემდე შეიძლება საკუთარი იმიჯი და რესურსები ასე ფლანგონ? ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომაც, სანამ პარლამენტში შესვლა-გამოსვლის თამაშით დაკავდებიან, ჯერ გაარკვიონ, შემდეგი ნაბიჯები რა არის და რას აპირებენ.

მთავრობის გადაყენების მიღწევა პარლამენტის შიგნით, არსებული საკონსტიტუციო მექანიზმებით რომ არარეალურია, ეს ოპოზიციამაც კარგად იცის, მაგრამ თავად პროცესის ინიცირება უკვე მრავლისმეტყველია, რადგან ეს პრეცედენტს შექმნის საქართველოს ისტორიაში. ამასთან, თუ ხელისუფლებამ მორიგი ხარაკირი არ ჩაიტარა, მთავრობის გადასაყენებლად მხოლოდ ქუჩის პროტესტი საკმარისი არ იქნება. უნდა იყოს კომპლექსური მოქმედებები – ერთი მხრივ, ქუჩის აქტივობა და მეორე მხრივ, ოპოზიციის ნაბიჯები პარლამენტში და მესამე მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა. ახლა პოლიტიკური ბოიკოტით და პარლამენტიდან გამოსვლით ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებს ნამდვილად პირღია დატოვებს, თანაც ამ გადაწყვტილებაშიც ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მედიის იმიჯი და მის მიმართ ნდობა, რადგან ბოლო ბასტიონი, რომელიც ხელისუფლებას არ აუღია, არის მედია. მედიის მიმართ ნდობისა და იმიჯის ჩამოშლით ხელისუფლება თავის საბოლოო მიზანს მიაღწევს. მედიამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებულ ბრძოლაში, ის მინიმუმ იმიჯურად არ დაზარლდეს და კიდევ უფრო მეტი აგრესიის სამიზნედ არ იქცეს, მაქსიმუმი კი გამარჯვებული გამოვიდეს.

რეალურად ხელისუფლება მიდის ბელარუსის გზით. ის განცხადებები, რაც ხელისუფლებისგან გვესმის, ძალიან ახლოს არის იმასთან, რაც ლუკაშენკომ გააკეთა, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გამოვიდა სანქციების პასუხად. არ გამოვრიცხოთ, რომ „ქართული ოცნების“ პასუხი მოსალოდენლ სანქციებზე მსგავსი იყოს. თუმცა ეს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იქნება.

აუცილებელია მსოფლიოში არსებული მედია-ადვოკატირებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის იმ ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდება, რომელიც 5 ივლისს საქართველოში მოხდა. ამავდროულად, ყველა მედიასაშუალებამ ერთობლივად უნდა მიმართოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მიზანმიმართული მასობრივი სადამსჯელო ღონისძიება სრულიად ოპოზიციური მედიის, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. და თუ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, ეს იქნება რეგიონში ბოლო დემოკრატიის დასასრული.

მედიის წინააღმდეგ ამ სადამსჯელო ოპერაციას ჰქონდა რამდენიმე მიზანი – ერთი, მედიის დაშინება, მეორე, საზოგადოებაში მედიის მიმართ მიზანმიმართულად გაღვივებული აგრესიის დატესტვა. ამასთანავე, ეს იყო დასავლეთის ტესტი, თუ როგორ იქნებოდა მათი რეაქცია აქ თავისუფალი სიტყვის ხელყოფაზე. იმისათვის, რომ ეს ტესტი საქართველოს საზოგადოებამ ჩააბაროს ღირსეულად, დემოკრატიაც გადაარჩინოს და თავადაც გადარჩეს, საჭირო არასტანდარტული, ინოვაციური მიდგომების და ნაბიჯების ერთობლიობა”

წყარო – ინტერპრესნიუსი

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved