• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება კლავს, კლავს უჟანგბადობით, უვაქცინობით, კლავს უექიმობით, უადგილობით, უწამლობით”- გიორგი ჩალაძე

ალია ავტორი - ალია
18:23 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე:

ჩვეულებრივ რეანიმაციულ საწოლს არაუმეტეს 15 ლიტრისა წუთში სჭირდება ჟანგბადი, მაშინ, როცა კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტს წუთში 60 ლიტრი ჟანგბადი სჭირდება. ეს არის მარტივი რეალობა. აქვე შეგიძლიათ, შეაფასოთ, შეუძლია თუ არა მთავრობას ამის უზრუნველყოფა. ადგილების რაოდენობა, თუ ჩვენ მხოლოდ ,,ლეჟანკების” გაშლას და სადმე დაწვენას  ვგულისხმობთ, ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი საწოლები დადგეს და ეს იყო ცირკი. 

ჩვენ გვჭირდება სამედიცინო საწოლი, აღჭურვილი სამედიცინო აპარატურით, მიყვანილი ჟანგბადის აპარატით, ოღონდ მასზე მიერთებული არა ხვრინვის აპარატი, არამედ სასუნთქი სისტემის.

ნებისმიერ დროს, როცა ისმევა კითხვა, რას აკეთებს ხელისუფლება, პასუხი არის ერთადერთი, ცალსახა და მკაფიო: ხელისუფლება კლავს. კლავს უჟანგბადობით, უვაქცინობით, კლავს უექიმობით, უადგილობით, უწამლობით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, კოვიდვიტარების გასაუმჯობესებლად და ჯანგბადის დეფიციტის შესავსებად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

 ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული არიან ამ საკითხში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ თავიანთი კუთვნილი მარაგი. მოწოდების ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, შემოდის საზღვარგარეთიდან, ნაწილი აქ არსებული საწარმოებიდან ნაწილდება. შესაძლოა, მოხდეს გადანაწილება კლინიკებს შორის, ანუ კლინიკას, რომელსაც აქვს დღეს მარაგი, დაეხმაროს სხვას. ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც ჯერჯერობით იმართება. 

იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, არ არსებობს. 

ჰოსპიტალურ სექტორში დღესდღობით 8056 საწოლია მობილიზებული. ანუ საწოლების რაოდენობამ გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით. 7 600-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს დღეს ჩვენს ჰოსპიტალებში. 370 პაციენტია რეანიმაციაში. 1500 კი ინტენსიურ განყოფილებაში. დატვირთვა არის მაქსიმალური. დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ ოჯახის ექიმების ინსტიტუტი გაფართოვდეს. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თეგები: გიორგი ჩალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved