• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელის აუკანკალებლად მივუსჯიდი სამუდამო პატიმრობას“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:16 05-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,331

ექიმი ზურაბ გურული:

„ვუყურებდი წუხელ ბექა ყორშიას გემოვნებიანი სარკაზმით გაკეთებულ ეპიზოდს ქართულ უზენაეს სამართალზე და მეტირებოდა …
ათეულობით ახალგაზრდა ქართველი იურისტი გვყავს, მარტო ამერიკის საუკეთესო იურიდიული სკოლების კურსდამთავრებულნი, ბრწყინვალე პიროვნებები და ამ დროს ჩვენი უზენაესი სასამართლო მჟავანაძის ეპოქის საქართველოს გაქსუებული “შოშიებისგან” შედგება ?‍♂️
ხელის აუკანკალებლად მივუსჯიდი სამუდამო პატიმრობას იმ პასუხისმგებელ პირებს წინა მთავრობაშიც და ამჟამინდელშიც, ვინც ამ ინფუზორიებს 5 წუთი მაინც გაესაუბრა და მერე მოსამართლეებად დანიშნა.
მერე იმაზე ვფიქრობდი, რატომ ვაგებთ საინფორმაციო ომს ფსბ-ს ქართული ფილიალის პროპაგანდისტულ დეპარტამენტთან, რომელთა ჯამური ინტელექტი ქალამანა-ფოსტალას ინტელექტს არ აღემატება და მათთან დისკუსიაში ჩაბმას ვცდილობთ.
რატომ დაკარგა ქართულმა პოლიტიკამ ახალგაზრდების სპექტრი პრაქტიკულად მთლიანად?
იმიტომ რომ ახალგაზრდები რადიკალურად მოაზროვნე ხალხია. ისინი მკვეთრად რეაგირებენ სიყალბეზე და არა აქვთ კონფორმიზმი ძვალ-რბილში გამჯდარი; შესაბამისად, არაფრით არ “შეიზელენ” თავიანთ რიგებში უკვე გაშიფრულ და ღირსება-ნახმარ ტიპებს.
ხომ დავრწმუნდით უკვე, რომ არ ამართლებს ყველას და ყველაფრის გაერთიანების ბრიყვული ტაქტიკა. საზოგადოების ყველაზე ქმედითი სპექტრი დავკარგეთ ამის გამო.
ამერიკულ სასამართლოში მოწმეებად არასოდეს მოჰყავთ ის ადამიანები, რომლებსაც წარსულში ერთი სერიოზული ტყუილი მაინც უთქვამთ და ჩვენ ვის ვექაჩებით უკან ქართულ პოლიტიკაში?
კი ბატონო, არჩიონ თომას მანის და შტეფან ცვაიგის მიმოწერები თუ პრეისტორიულ ხევსურთა გასტრონომიული პრეფერენციები; ისაუბრონ “უქარქაშო ხმლებზე” და ბზის ყაისნაღით ჩავარდნილი თვალის ამოღების ტექნიკაზე, მაგრამ რა უნდა ამ ხალხს მომავალი საქართველოს პოლიტიკასთან?
ოპოზიციური მედიის ლიდერებო, რატომ დებთ ფსონს ამ კატეგორიის გახრწნილ კონფორმისტებზე? რაში სჭირდება მათი პოლიტიკური მორალი ახალგაზრდობას? რატომ უადვილებთ საქმეს ფსბ-ს?
ან ის ფულიანი ხალხი რამ გამოაქლიავა, იგივე კატეგორიაზე რომ აკეთებს აქცენტს და უაზროდ ხარჯავს ფინანსებს პოლიტ-გვამების რეანიმაციაში? ბიზნესმენები ხართ თქვენ?
თქვენი კომერციული ალღო არ გაიშვას ?‍♂️
ჩვენი ბრალია რომ ასეთ გროტესკულ საცოდაობად ვაქციეთ საქართველო.“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved