• რეკლამა
  • კონტაქტი
04:24, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე… არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ” – ზელენსკი მის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობაზე

ალია ავტორი - ალია
20:54 03-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
818

საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დღეს ოდესაში ჩავიდა და თავისი ქვეყნის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, ოდესაზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა არც თუ ისე შორის იმ ადგილიდან, სადაც ზელენსკი იმყოფებოდა. საბერძნეთის პრემიერი კი, მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.

შეხვედრა და  ერთობლივი პრესკონფერენცია მაინც შედგა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ის პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.

“ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ ვისთან გვაქვს საქმე,” – ასეგამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში რუსების მიერ მისსა და საბერძნეთის პრემიერმინისტრის კორტეჟებზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობას:

“ჩვენ დღეს ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ. მე ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერ არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები… უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ თავი. ამის საუკეთესო გზა საჰაერო თავდაცვის სისტემაა,” – განაცხადა ზელენსკიმ

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved