• რეკლამა
  • კონტაქტი
04:50, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხაზარაძის პარტიაზე საუბარიც კი არ სურთ ემიგრანტებს, უყურებენ, როგორც დაავადებას“ – ვატო გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:50 11-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
728

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება „შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი,  ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და პოლონეთში იმყოფება.

– რა არის ივანიშვილის კოზირი?

– დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ყველაზე დიდი კოზირია ეს ოპოზიცია, სანამ ეს ოპოზიცია იქნება, მანამდე იქნება ისიც. ეს ოპოზიცია ხალხის მიერ უარყოფილია, ალტერნატივა გვინდა სხვა. ხაზარაძის პარტიაზე საუბარიც კი არ სურთ ემიგრანტებს, უყურებენ, როგორც დაავადებას. ზოგადად დაავადებულია ქართული პოლიტიკა და 10 წლის წინ თუ იყო პირველ სტადიაზე ეს დაავადება, უკვე მეხუთე სტადიაზეა. გიორგი ვაშაძეა და არაფერი უკეთებია გარდა იმისა, რომ თავისი პარტიის ლიდერია, ვცდილობ გავიხსენო, რა პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დაიმსახურა მანდატი და ვერ ვიხსენებ. ახლა ზურაბ ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთიანდება და ესეც კლოუნადაა. ელენე ხოშტარია, რუსული რუბლის სკანდალის მერე განულებულია როგორც პოლიტიკოსი, დამთავრებულია. სხვათა შორის შანსები ჰქონდათ, როგორ არა, ხაბეიშვილსაც ჰქონდა შანსი, სანამ ჩემ მიერ მიწოდებულ მასალებს აჟღერებდა და ვერ გამოიყენეს ეს შანსები. როცა იბრძვი, იბრძვი და ვერ იმარჯვებ – ინტერესი იკარგება. სპორტსმენი რომ რინგზე გამოდიოდეს წლობით და ყოველ ჯერზე აგებდეს – ხომ დაეკარგება მის მიმართ ინტერესი მხარდამჭერებს? ასეა აქაც. სულ დამარცხებული თუ ხარ, ინტერესი ქრება. ივანიშვილი აყვირებს ტელევიზიებსაც, ოპოზიციასაც, თავის გუნდსაც და აყვირებს იმაზე, რაზეც სურს რომ იყვირონ – სასარგებლო იდიოტების როლში ჰყავს ყველა ესენი და ესენიც ირგებენ ამ როლებს. ხომ არ მომწონს ქართული ოცნება, მაგრამ ამ ოპოზიციასაც არ ვენდობი, როცა ხელისუფლებას ებრძვი, ცხადია, გჭირდება სიცოცხლის დაცვის გარანტია, ამ გარანტიას თუ არ აძლევ ოპოზიცია ადამიანებს და მათი დაცვის ნაცვლად, დაკავებული ხარ იმით, რომ მანდატებს ურიგებ ბინძური წარსულის მქონე ადამიანებს, ჩემნიარი ადამიანები განეიტრალდებიან და ვეღარ იბრძვიან. გარანტიები კი არა, კაბინეტებში დაიბარეს ხალხი და აცემინეს, გიორგი მუმლაძე, მაგალითად, საქმეები ურჩიეს და ხელი აწიეს მასზე. ჩემზე ხელი არ აუწევიათ, მაგრამ მწერდნენ, გნახავთ და მოგივლითო… ოცნებას არ უკადრებია მაგის შემოთვალა, დაგიბარებ და გცემ, იმის გამო, რასაც ჩემზე წერო. რეალურად, გამოდის, ოპოზიცია თავად იშორებს აქტიურ ადამიანებს.

და ბოლოს, აუცილებლად მინდა ეს ვთქვა, ვერ წარმოიდგინეთ საქართველოში დარჩენილები, როგორ უჭირთ ემიგრანტებს. საქართველოში ხომ ძალიან უჭირს ხალხს, მაინც მანდ დარჩენილებში მეტი ბედნიერი თვალები შეგხვდება, ვიდრე ემიგრანტებში. ძალიან დიდი დარდია მათი ამ მდგომარეობაში ყურება. არიან ადამიანები, რომლებმაც იმდენი ცუდი გააკეთეს ცხოვრებაში, რომ შეიძლება, თავადაც არიან მძიმე გზის გავლის ღირსნი, თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ არავინ იმსახურებს ცუდ ყოფას. ამ ადამიანების, ემიგრანტებს დანაშაული არ მიუძღვით, პირიქით, მათ არ გაუკეთებიათ არჩევანი, ბედის უკუღმართობამ მიიყვანა ისინი ამ დონემდე. მინდა რომ დაბრუნდნენ. და კი, მჯერა, რომ ეს იქნება გამოსავალი, მათი დაბრუნება, ისინი გადაარჩენენ საქართველოს და აუცილებლად დაბრუნდებიან და მეც მათთან ერთად, აუცილებლად დავბრუნდები.

თეგები: ვატო გელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved