პოლიტიკოსი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს:
„ანაკლიის პორტზე ვფიქრობ, კონსტიტუციაშიც რომ ჩავწერეთ მისი აშენების ვალდებულება. როგორც ბაქო-ჯეიჰანს, ამ პორტს ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა (ეკონომისტმა ქობულიამ ეს ღიად თქვა, ბიზნესგათვლები რომ ვერ იპოვა). ხაზარაძემ იმდენი იცანცარა, ეს თემა ჰაერში გამოკიდა. ახლა თუ კუჭავას ჩააბარებენ ამ პროექტს, მთავარია, ვინ იქნება ინვესტორი. ჩინეთი, კორეა, ინდოეთი, ვინმე ოფშორი თუ დასავლური კომპანია. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, საით მივდივართ.“














კომენტარები