ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დატოვა. “ვაწვებით ბოლომდე”- ასეთია მესამე პრეზიდენტის გზავნილი ციხიდან, როგორც დეკანოიძე ამბობს.
მიხეილ სააკაშვილმა მის მხარდასაჭერად ციხესთან შეკრებილებს მადლობას უხდის.
დეკანოიძის გარდა მესამე პრეზიდენტს დღეს პირველად მისცეს საშუალება ადვოკატებთან შეხვედრის.
კომენტარები