• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხარვეზები და უსამართლობა ანტიკრიზისულ გეგმაში – “ადამიანის უფლებათა ცენტრი”

ალია ავტორი - ალია
19:24 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ხარვეზები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებზე წერს:

“მნიშვნელოვანია, რომ გეგმის მიზნობრივი დახმარების ჯგუფი მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებით არ შემოიფარგლა. ამავდროულად, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, უნივერსალურობის პრინციპის უგულებელყოფით, წინასწარ სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებას გულისხმობს, რაც გაართულებს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა იდენტიფიკაციას.

ცხადია, ასეთ დროს ამ პირებისათვის ბევრად უფრო რთული იქნება, დაასაბუთონ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასაქმებულნი. გეგმა ამ პრობლემასთან დაკაშირებულ საკითხებს ბუნდოვანს ტოვებს. მეორე მხრივ, არსებული სოციალური დაცვის სისტემებში პრობლემების დანახვა აჩენს იმედს, რომ ხელისუფლება გამოასწორებს ხარვეზიან პრაქტიკას, რის შემდეგაც გამარტივდება მსგავსი ჯგუფებისა თუ პირების იდენტიფიკაცია.

გეგმის მიხედვით, სოციალური დახმარების მიმღები ყველაზე მოწყვლადი ოჯახებიდან (0-დან 65,000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით) დახმარებით ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, რომელთაც 16 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ. ასეთი მიდგომა, ორგანიზაციის შეფასებით, ასევე არ პასუხობს რეალურ გამოწვევას, რაც მსგავსი სხვა ოჯახების წინაშე დგას.

კიდევ ერთი პრობლემა, გეგმის სოციალური ნაწილით გათვალისწინებული ფულადი დახმარების არაერთგვაროვანი გადანაწილებაა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს შორის:

გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარია გამოყოფილი, როცა დაქირავებით დასაქმებულისთვის ეს თანხა 6 თვის განმავლობაში 1200 ლარია. ეს მიდგომა ვერ ჩაითვლება სამართლიანად იმ თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც შემოსავლის წყაროს დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

მოწყვლად ჯგუფთა დახმარების და გაძლიერების მიზნით, აუცილებელია, ანტიკრიზისული გეგმის სიკეთეები მათზეც გადანაწილდეს.

ასევე, აუცილებელია, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილში მოიაზროს იმ პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც უცხოეთიდან გზავნილებზე იყვნენ ფინანსურად დამოკიდებულნი და პანდემიის გამო დარჩნენ ამ შემოსავლების გარეშე. მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მიგრანტების დაბრუნებას და მათი სოციალური გარანტიები არ იქნას საგანგებო მდგომარეობის პირობებში უგულებელყოფილი. მეტიც, აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ მოქალქეთა მხარდაჭერა ბანკებში ფინანსური ვალდებულებების გადავადებაზე და რესტრუქტურიზაციაზე შეეხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსაც:

მით უფრო, როცა არსებული დაკრედიტების პოლიტიკა და სახელმწიფოს უმოქმედობა მათ ბენეფიციარებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. აუცილებელია გეგმაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ადმინისტრირების პროცესის გამარტივება ბენეფიციართათვის და მათი დროულად მიწოდება. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც თანხების წარმომავლობის, ისე მისი გახარჯვის შესახებ საზოგადოებისთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved