ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დღეს ქალაქის დაბომბვის დროს ოჯახი მანქანაში ცოცხლად დაიწვა. საუბარია 2 ზრდასრულსა და 3 ბავშვზე.
“დღეს გადავიტანეთ ძალიან მძიმე დღე. ხარკოვში საცხოვრებელი სახლების დაბომბვამ გვაჩვენა, რომ ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, ეს მკვლელობაა, უკრაინელი ხალხის განადგურება. მხოლოდ დღეს დაშავდა 37 ადამიანი, რომელთა შორის 3 ბავშვია. 4 ადამიანი გავიდა თავშესაფრიდან წყლის მოსაგროვებლად და დაიღუპნენ. მანქანაში დაიწვა ოჯახი – 3 ბავშვთან. ჩვენ ერს ერთად უნდა გადავიტანოთ და გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ხარკოვის მერმა.














კომენტარები