• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხარკივის შემოგარენში უკრაინელები ორგანიზებულად მიიწევენ წინ” – 8 მაისის შეჯამება უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
01:23 05-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
“8 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– რუსები ხერსონის ტერიტორიაზე ან სეპარატისტული რესპუბლიკის გამოცხადებას ან ოკუპირებული მიწების ანექსირებას გეგმავენ. უკვე აქტიურად დაიწყეს რუკების წარდგენა, თუ როგორი იყო იმპერიის პერიოდში ხერსონის მხარე და რომ მას რუსეთის ახალი იმპერიის ნაწილადაც მოიაზრებენ. თუმცა ძალიან საშიშია მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან უკრაინელები არ აპირებენ ხერსონის დათმობას და წინააღმდეგობის ქსელის არსებობაც უკვე შეინიშნება იქ. ამასთან, მომდევნო კვირებში უკრაინელები ყველა ვარიანტში შეეცდებიან ქალაქის დაბრუნებას, რაც რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ასე რომ რუსები მაინც არ ჩქარობდნენ აქამდე მსგავსი ქმედების განხორციელებას და შესაძლოა კვლავ გადადონ ან უარყონ ის. ყველა კოლაბორაციონისტი, ვინც რუსეთთან თანამშრომლობს ლოგიკურ სამიზნედაა ქცეული. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნათლად გამოაცხადეს, რომ რამდენი რუსი სამხედროს მოკვდინებაც არ უნდა იყოს საჭირო უკრაინა მაინც დაიბრუნებს ხერსონზე კონტროლს.
– ლუგანსკის რაიონში რუსებმა შეძლეს და დიდწილად დაიკავეს ქალაქი პოპასნაია და მისი შემოგარენი. ქალაქი სრულიად განადგურებულია. რუსებსა და სეპარატისტებს პოპასნაია 2014 წლიდან სამიზნედ ჰქონდათ გადაქცეული და პერიოდულად იბომბებოდა იგი. ახლა, დიდი დანაკარგების შემდეგ რუსულმა არმია შეძლო ქალაქის დაკავება.
– დღესვე უკრაინის საჰაერო ძალებმა დაბომბა რუსული პოზიციები ლუგანსკის რაიონში. ეს საინტერესო და ცალკე გამოსაყოფი იმიტომაა, რომ რუსები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამაგრებდნენ ლუგანსკს ისე, რომ იქ ვერავინ შეფრენილიყო, მაგრამ უკრაინულმა მოიერიშეებმა მაინც მოახერხეს შეტევის განხორციელება. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არცთუ ეფექტურია, მით უფრო მაშინ, როდესაც უკრაინული ავიაცია ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რაც რადარებიდან გაქრობაში ეხმარებათ.
– რთული სათქმელია რა ხდება უკრაინელთა მიერ დაბომბილ კუნძულ ზმეინზე, მაგრამ სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე რუსები კუნძულის გამაგრებას აღარ აპირებენ. ბოლო დღეების სრული განადგურების შემდეგ მათ აღარ აქვთ იმდენი ტექნიკა და ცოცხალი ძალა პირდაპირ შესაწირად გაგზავნონ კუნძულზე, რომლის სიმბოლურობაც ყველასათვის ცხადია – სწორედ ამ კუნძულის მცველებმა გაუშვეს რუსული ხომალდი იქ, სადაც გაუშვეს. თუმცა არ უკრაინელები იჩქარებენ სასწრაფო წესით მის დაბრუნებას. ჯერ ნაადრევია.
– საინტერესო ვითარებაა დონეცკის რაიონში: ჩრდილოეთიდან, ხარკივის რაიონის იზიუმის მიმართულების აღმოსავლურმა დაჯგუფებამ შეძლო დონეცკის რაიონში შეღწევა და მდინარეებზე სამხედრო ხიდების აგება, თუმცა, მეორეს მხრივ უკრაინელებმა მოახერხეს ორგანიზებული უკანდახევა და წინააღმდეგობის ახალი ზღუდის შექმნა. რუსების წინსვლას ჭაობიანი ნიადაგიც აჩერებს.
– ამავე დონეცკის რაიონში უკრაინელები ბომბავენ 2014 წლიდან რუსების მიერ ოკუპირებული დონბასის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ჰორლივკაში არსებულ რუსულ პოზიციებს, ხოლო მეორეს მხრივ რუსული ის სამხედრო კოლონა იქნა განადგურებული, რომელსაც შეტევითი ოპერაცია უნდა დაეწყო უშალოდ დონეცკის რაიონის სიღრმეში.
– კვლავ დონეცკის რაიონში, სამხრეთით, ვოლნოვახასთან ახლოს, პატარა ქალაქ პავლივკას მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ წინსვლას. ეს არ არის დიდი სამხედრო ოპერაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ დასახლებების გათავისუფლება, რომელთაც საბოლოოდ მარიუპოლამდე მივყავართ.
– რუსები აგრძელებენ ოდესის დაბომბვას. იბომბება თავად ოდესისა და მიკოლაივის რაიონებიც.
– ზაპორიჟიას რაიონში უკრაინელები კონტრშეტევაზე რამდენიმე მიმართულებით გადავიდნენ. თუკი ამ შეტევას გაშლა მოჰყვა შესაძლოა უკრაინული ნაწილების გაჭრის მცდელობა ვიხილოთ ისეთ სტრატეგიული ქალაქის მიმართულებით, როგორიც მელიტოპოლია.
– ხარკივის შემოგარენში უკრაინელთა კონტრშეტევა გრძელდება. რუსებმა მიატოვეს საარტილერიო დანადგარების დიდი ნაწილი და უკან დაიხიეს. შეიძლება ითქვას, რომ ხარკივის შემოგარენში უკრაინელები ძალიან ორგანიზებულად მიიწევენ წინ.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved