ხანძარია ამ წუთებში ზემო ავჭალაშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბუჩქებს, ბალახს და ხეებს გაუჩნდა. არის დაკვამლიანებაც.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ასევე ხანძარია შავნაბადაზე. ადგილზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. სამუშაოებში ვერტმფრენებია ჩართული.
კომენტარები