კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ერთი, რაშიც სრულიად მყარად ვარ დარწმუნებული, ხალხში პროტესტის მოთხოვნილებაა. აღარ იგრძნობა დაღლილობა და ისე აღარ მძლავრობს იმედგაცრუება.
ხალხს უნდა გარეთ გამოსვლა და ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება.
და ეს მომენტი უნდა დავაყენოთ, ეს ყველას გვევალება: პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს.
მკაფიოდ დასახული მიზანი და ხალხის სიმრავლე არის ახლა გადამწყვეტი. გადამწყვეტი და შედეგის მომტანი.
ვემზადებით 28 ნოემბრისთვის, ევროპის წართმვების 2 წლისთავისთვის!
უამრავი უნდა დავდგეთ და გადავწყვიტოთ: საქართველო ივანიშვილის გარეშე!
როგორც კი ბევრი ხალხი გამოვა, ცვლილებას თვალებში ჩავხედავთ!











კომენტარები