“ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე NDI-ის კვლევების შედეგეს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, ხალხი გაჭირვების მიუხედავად, მუდამ დასავლეთს ირჩევს .
“NDI-ს კვლევებს გადავხედე. ხალხს ისე გაუჭირდა, რომ აღარაფერი აინტერესებს სიღარიბის, ინფლაციის და უმუშევრობის გარდა. აღარ სჯერა არც ერთი პარტიის, არც ერთი პოლიტიკური ინსტიტუციის და ყელში ამოუვიდა (80%-ს) პოლარიზაცია.
და მიუხედავად ამისა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კვლავ უცვლელად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანად რჩება!
მთავრობები იცვლებიან. ხალხი კი, გაჭირვების მიუხედავად, მუდამ დასავლეთს ირჩევს ” – წერს გამყრელიძე.














კომენტარები