• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:24 03-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,742

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოებას გვინდა, შევახსენოთ მშრალი ფაქტები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს:

– აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“ და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს

– ანუ პირდაპირ და თავხედურად აფინანსებს პოლარიზაციას – როცა ამბობ, რომ პოლარიზებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მისცემ და თან პოლარიზაციას აფინანსებ, კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს, როგორც ერთმა კოლეგამ თქვა, მხოლოდ ანკესის კაუჭზე წამოცმული ჭიასავით იყენებ

– პირდაპირ აფინანსებს ლიბერალურ ფაშიზმს, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარ ინსტრუმენტს

– ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნაციონალ ნინო ლომჯარიას ბრეჟნევივით კიდებს ორდენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

– იმის შიშით, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმა პოლარიზაციისა და ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსება შეიძლება, გააშიშვლოს, აგენტურის მეშვეობით აორგანიზებს პროტესტს ამ კანონის წინააღმდეგ

– ევროპაში ინახავს ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენებისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე გამდიდრებულ კრიმინალ კეზერაშვილს, რომელსაც საქართველოში პოლარიზაციას შავი ფულით აფინანსებინებს

– განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს „ნაცმოძრაობისა“ და სხვა მაპოლარიზებელი პარტიების მიმართ. თითქმის ყველა ამერიკული და ევროპული სტრუქტურის კარი ღიაა ბოლშევიკური ტროიკისთვის – ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის, რომელიც ყველაზე აგრესიული და მაპოლარიზებელი რიტორიკით გამოირჩევა

– საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენჯეოების მეშვეობით, მათ შორის პარალელურის ხმის დათვლის გაყალბებით, გაყალბებულად აცხადებს გაუყალბებელ საპარლამენტო არჩევნებს და არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმაციას

– ხელისუფლებას თავს ახვევს 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ნაცმოძრაობისთვის ძალაუფლების დაბრუნების კიდევ ერთი შანსის მიცემაა

– დემონსტრაციულად არ ემიჯნება მაპოლარიზებელი პოლიტიკოსებისა და ენჯეოების რიტორიკას, რომელიც სანქციების დაწესებისკენ, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისა და მეორე ფრონტისკენ არის მიმართული

– უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოჰყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები

– არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოჰყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი

– ევროპარლამენტს 400-500 ხმით ამტკიცებინებს რეზოლუციებს, რომლებითაც ითხოვს ორი მთავარი მაპოლარიზებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას

– იმავე რეზოლუციებით ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომლის ფაქტორი საქართველოში პოლარიზაციის წარმატების პრევენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

– პოლარიზაციის გასაღვივებლად, ყველანაირად ცდილობს მმართველობის სისტემის სტიგმატიზაციას ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დემოკრატიული უკუსვლა“, „სახელმწიფოს მიტაცება“, „ოლიგარქიზაცია“, „კლანი“ და ა.შ.

ეს არის გლობალური ომის პარტიის პოლარიზაციისკენ მიმართული ქმედებების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ის ამერიკული და ევროპული ოფიციალური სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს.

რა მიზანს ემსახურება პოლარიზაციისა და სახელმწიფოს დასუსტების გამუდმებული მცდელობები, ამაზე დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიგვინდვია.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული?“, – ნათქვამია ხალხის ძალის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved