• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს რაც გააჩნია და ამ ფონზე დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება დუმს” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
17:38 09-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოსსაბანკო სექტორს   მონოპოლიურ კარტელის სახით ჩამოყალიბებულ სისტემად მოიხსენიებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს სახელმწიფოს უმოქმედობის ხარჯზე. ამ ფონზე, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება მხოლოდ მასთან დაკავშირებულ ბიზნესზე ზრუნავს და სუბსიდირების ფარგლებში მხოლოდ ამ კომპანიებს ეხმარება.  

„ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად  დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართული ბიზნესისთვისა  და კერძო სუბიექტებისთვის კვლავინდებურად კრედიტები და მასთან დაკავშირებული განუზომლად მაღალი პროცენტებირჩება. დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ბიზნესის დასახმარებლად, სუბსიდირება აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებშიც თავად აქვთ წილები, ეხმარებიან მხოლოდ იმ სექტორს, სადაც თავად გააჩნიათ ბიზნეს ინტერესები,“ – აცხადებს ვაშაძე. 

მისივე თქმით, ეს მადგომარეობა ნაცნობია,  ის იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ არ იციან საიდან გადაიხადონ სესხი, საიდან გადაიხადონ ვალები. ამ ფონზე მოქმედმა მთავრობამ აიღო 5 მილიარდი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალი და ამ გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარება. 

„220 მილიონი ლარის ქონება მარტო პირველ 6 თვეში გადაიფორმა საბანკო სექტორმა. ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს და ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება. ეროვნული ბანკის ფუნქცია არის არა  ბანკების ინტერესების, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. რისთვის გვინდა ეროვნული ბანკი თუ ის ისევ ბანკების ინტერესებსდაიცავს? რისთვის გვინდა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ სახელთან და მის გარემოცვათან დაკავშირებულ ბიზნესების ინტერესებს. მაინტერესებს ვინ იცავს გაჭირვეული და გაუკრვევლობაში მყოფი ხალხის ინტერესებს? ათობით ადამიანი ყოველდღიურად მოდის ჩვენთან ოფისში, ჩვენი იურისტი ვეღარ აუდისმათი საქმეების, კონკრეტული შემთხვევების განხილვებს. როცა უსამართლოდ, უკანონოდ, ადამიანებს ართმევენ ქონებას და ამ ფონზეუმოქმედოდ არის ხელისუფლება,სირცხვილია!მხოლოდ ბანკებისა და საკუთარი კომპანიების წახალისებაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რაც  ძალიან ცუდია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე როგორც კი გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ამოცანა იქნება ამ გაჭირვებული ადამიანების დახმარება. დეკემბერში ყველა პენსიონერს ჩამოეწერება გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი და მომავალი წლიდან ყველა სესხზე მინიმუმ განახევრდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 2-3-ჯერ შემცირდება საპოცენტო განაკვეთი,“ – განაცხადა ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved