• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის… უკონტროლო გახდა” – ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

ალია ავტორი - ალია
17:13 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, სკან­და­ლუ­რი ფი­გუ­რა ახრა ავი­ძ­ბა და­ა­კა­ვეს. მისი მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ავი­ძ­ბა ბოლო ხა­ნებ­ში ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, ბიზ­ნეს­მე­ნის, ბე­ნურ (აკუ­ნა) კვი­რა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი ვი­ზი­ტის გამო და­უ­პი­რის­პირ­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. შ.ს სა­მი­ნის­ტროს ავი­ძ­ბას და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი ჯერ არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, თუმ­ცა, მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი წე­რენ, რომ: “სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი” მას სახ­ლში “ორ­დე­რის” გა­რე­შე შე­უც­ვივ­დნენ, სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, მის ცოლს ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯეს და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს…”

მათი ცნო­ბით­ვე, ახრა ავი­ძ­ბას სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ია­რა­ღი და სხვა საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ამო­ი­ღეს, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი არ ყო­ფი­ლა და “შსს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შოუს ნა­წი­ლი იყო…”

AMRA-life – ს სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტთან, სე­მენ პე­გოვ­თან სა­უ­ბარ­ში, ავი­ძ­ბას ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ საქ­მის უკან ე.წ. ხელმღვა­ნე­ლო­ბა დგას, რო­მელ­საც დონ­ბა­სე­ლი მებ­რძო­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ მოს­წონ­და.

ეს პირ­ვე­ლი სკან­და­ლი არ არის, რო­მელ­შიც ავი­ძ­ბა აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ეხ­ვა. ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სო­ხუ­მის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­დან ერთ-ერ­თის, გუ­და­უ­თე­ლი ალ­ხას ავი­ძ­ბას ნა­თე­სა­ვია, მან იმ­ჟა­მინ­დელ “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას” ე.წ. შს მი­ნის­ტრის გარი არ­შბას გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა და მი­ზან­საც მი­აღ­წია… ხა­ჯიმ­ბას “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის” გაშ­ვე­ბა­ში ავი­ძ­ბას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, რის შემ­დე­გაც, ის აფხა­ზეთ­ში კი­დევ უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა გახ­და.

დონ­ბა­სის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა “პი­ატ­ნაშ­კას” ლი­დე­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვებ­ში ია­რა­ღით ჩნდე­ბო­და, რა­საც იმით ამარ­თლებ­და, რომ აფხა­ზეთ­ში უია­რა­ღოდ სი­ა­რუ­ლი უსაფრ­თხო არ იყო.

შარ­შან, ზუს­ტად ამ დროს, ავი­ძ­ბამ აფხა­ზე­თის “იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს” ახა­ლი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­სა­ფუძ­ნებ­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი შე­ექ­მნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი მას ბლო­კავ­და.

ამის შემ­დეგ, ავი­ძ­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­ტრო­ლო გახ­და, – ბჟა­ნი­ას მრჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად იღებ­და და კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებ­საც არ ერი­დე­ბო­და.

გა­სუ­ლი წლის 7 აგ­ვის­ტოს, ავი­ძ­ბამ სა­კუ­თა­რი Toyota Land Cruiser-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ფსო­უს გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ჭიშ­კა­რი შე­ან­გრია და აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზღვა­რი ძა­ლით გა­დაკ­ვე­თა, არა­და, რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი მას საგ­ზაო ჯა­რი­მე­ბი­სა და სხვა სა­ხის სან­ქცი­ე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ავი­ძ­ბა აცხა­დებ­და, რომ ერთ-ერთი რუსი მე­სა­ზღვრე “პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად” იქ­ცე­ო­და, მას კი, “დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტი აქვს, მისი გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ”. სა­ბო­ლო­ოდ, აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ავი­ძ­ბას ვა­ლე­ბი, აფხა­ზე­თის “ბი­უ­ჯე­ტი­დან” და­ფა­რეს.

აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ახ­რას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის არც ახლა სჯე­რა. თუმ­ცა, ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ ის “პატ­რი­ო­ტია” და ებ­რძვი­ან.

“ახ­რას ნა­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის არა­ვის სჯე­რა, მაგ­რამ შსს-ში რომ ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ესეც ვი­ცით… და­ვი­ჯე­რო, არა­ვინ იცო­და, რომ ავი­ძ­ბა ია­რა­ღის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბო­და? ან ვინ არის აფხა­ზეთ­ში ია­რა­ღის გა­რე­შე, “ერ­პე­გე­ბი” უდევთ სახ­ლის სარ­და­ფებ­ში და ავ­ტო­მა­ტი სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში აქვთ მი­ყუ­დე­ბუ­ლი. ავი­ძ­ბა­სი გა­უკ­ვირ­დათ?” – წერს ერთ-ერთი აფხა­ზი ინ­ტერ­ტე­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ას­ლან ღარცკია.

“ბოლო დროს იმ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოდ იკ­რებ­და გარ­შე­მო თა­ვის­ნა­ირ გა­რეწ­რებს, უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ახლა მთა­ვა­რია, უკან არ და­ხი­ონ და არ გა­მო­უშ­ვან – სა­ში­ში არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდაო. სო­ხუმ­ში, ცენ­ტრში მისი მომ­ხრე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და მათ თუ გა­და­ხე­დავთ, უკვე გა­სა­გე­ბია, რა­საც გეგ­მავ­დნენ… მას ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, რაც ბჟა­ნი­ამ და­უ­ფა­სა, ახლა მთა­ვა­რია, ბჟა­ნი­აც არ მო­ი­ცი­ლოს. მთავ­რო­ბის სახ­ლში ია­რა­ღით რომ დარ­ბო­და, მა­შინ უნდა მიმ­ხდვა­რიყ­ვნენ, ვის­თან ჰქონ­დათ საქ­მე”, – წერს ლე­ი­ლა არ­შბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იან­ვრის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ახრა ავი­ძ­ბა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ახრა ავი­ძ­ბამ (მეტ­სა­ხე­ლად “აფხა­ზი”) 2014 წელს და­ა­ფუძნა და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას “პი­ატ­ნაშ­კას”.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: ახრა ავიძბა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved