• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ხაბეიშვილს, კობახიძეს, მელიას და ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნამდვილად აერთიანებთ რამდენიმე რამ” – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
17:35 11-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს:

,,შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც ჩანს, ხაბეიშვილს, კობახიძეს, მელიას და ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნამდვილად აერთიანებთ რამდენიმე რამ.

პირველი, მათ ევროპული საქართველოს მიუღებლობა ჰქონიათ, პერსონალურად ჩემი და ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის და მეორე, რაც, ჩემი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები, თუ იმ მომენტში მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ხარ, მზად არიან, ცილი დაგწამონ და ტალახი გესროლონ. ანუ ტესტი არის ასეთი – იმ მომენტში შენ მის გუნდში ხარ, მისი სპონსორი ხარ თუ არა. ჩემთვის ეს პოლიტიკური სტანდარტი საგანგაშოა.

გუშინ ბატონმა ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა კეზერაშვილს ცილს იმიტომ ვწამებდი, რომ მაშინ ჩემთვის მიუღებელ ხალხთან იყო ასოცირებულიო. ხშირად ჟურნალისტებსაც არ უჩნდებათ შეკითხვა, საერთოდ რას ნიშნავს ეს, როგორ შეიძლება ეს იყოს სტანდარტი, რომ თუ ადამიანი ჩემთვის მისაღებია, ცილს არ დავწამებ, შევაქებ, ხოლო თუ ჩემთვის მიუღებელია, მაშინ მოვიგონებ რამეს და ტალახს ვესვრი. ეგ არის, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო საგანგაშო ამბავი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ეს არ ეხება მხოლოდ ხაბეიშვილს, ვიმეორებ, მელიაც ზუსტად ასე იქცევა.

ზოგადად, პოლიტიკურ უთანხმოებებზე საუბრისას, კარგია ხოლმე დაისვას შეკითხვა, ეს უთანხმოება რის შესახებაა და მიუღებლობა რას ნიშნავს. საფეხბურთო გემოვნება ხომ არ არის, რომ ვერ შევთანხმდეთ მე და ხაბეიშვილი, რაღაც არსებით უნდა იყოს, რაღაც პოლიტიკური ხედვა იმის შესახებ, რომ რაღაც ასე უნდა გაკეთდეს და არა ისე.

ანუ ხაბეიშვილი პირდაპირ და უტიფრად ამბობს, მიუღებელი იყო ეს ადამიანი ჩემთვის, ამიტომ ასე მოვიქეცი, ცილი დავწამე და მოვიგონე, რომ კეზერაშვილიც და მასთან ერთად, ეს ადამიანებიც, მთავრობასთან იყვნენ შეკრულებიო. სანამ ეს ყველაფერი მოსულა, იქამდე ივანიშვილს აქვს უპირატესობა ამ დაპირისპირებაში, რადგან უზნეობაში ივანიშვილს ვერავინ აჯობებს.”

,, ეს იყო ჩემი პირადი შეუთავსებლობა გიგასთან და ჩერგოლეიშვილთან” – ლევან ხაბეიშვილი

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved