• რეკლამა
  • კონტაქტი
04:35, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხაბეიშვილის თანაშემწეს 15 წლის წინანდელ საქმეზე, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
20:50 04-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.“ – ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის თანაშემწე ლაშა ცანავა პროკურატურის მხრიდან მის მიმართ ბრალის წაყენებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მისი დევნის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას მეტი დრო მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისთვის დაეთმო.

ბრალი წამიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებით, 333-ე მუხლი. 15 წელი გავიდა ამ ამბიდან და წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი და ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. 14 ტომი მაკულატურა გამომატანეს და ამ 12 წლის მანძილზე 14 ოჯახს მაინც რომ დახმარებოდნენ კარგი იქნებოდა, – განაცხადა ლაშა ცანავამ.

საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს პროკურატურა:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის ლ.ც.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

2010 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. 2015 წელს აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაციები და საბოლოოდ აღიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით გარანტირებული უფლებების საპროცესო დარღვევები და აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება, ამასთან გამოძიების მიმდინარეობაზე და აღსრულებაზე ზედამხედველობის კონტროლი დაევალა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეფექტიანი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში გადმოიგზავნა.

საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი  საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლ.ც.-მ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.

ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შსს-ს იმ თანამშრომლებმა გააფორმეს, რომლებიც აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილეობას პირადად არ იღებდნენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით)  ქვეპუნქტით და და 341 მუხლით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაწესებული ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ეტაპობრივად ახდენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, – წერს პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved