• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხაბეიშვილის გამარჯვებით, პოზიციებს ძალიან იმყარებს დავით კირკიტაძე, ხელისუფლებას კი ეს ყველაზე ნაკლებად უნდა აწყობდეს, რადგან…“

ალია ავტორი - ალია
17:12 11-30-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,636

ანი დვალიშვილი

რაც უფრო ახლოვდება წლის ბოლო, მით უფრო უმატებს კრიტიკას ოპოზიცია და ყველას ახსენებს, რომ საქართველო, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის გარეშე „ქართული ოცნების“ გამო დარჩეს. ოპოზიციური სპექტრი ორ მიმართულებიას „აწვება“ – ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, მმართველი გუნდი არც ერთის გაკეთებას აპირებს და არც მეორის, კანდიდატის სტატუსის კი არა, საერთოდ, ყველაფრის გარეშე რომ დარჩნენ, ამას არ იზამენ. ეს ოპოზიციამაც კარგად იცის, დასავლელმა პარტნიორებმაც გადასარევად იციან და ახლა, ორივე მხარე, დუღილის ტემპერატურის მაღლა აწევას ცდილობს, რაც უბრალოდ არ გამოსდით. არ გამოსდით იმიტომ, რომ იმდენი იძახეს, „მგელი, მგელიო“, როცა მგელი მართლა მოვა, აღარავინ დაიჯერებს. მოსახლეობაში გამეფებული პოლიტიკური ნიჰილიზმი „ოცნების“ მთავარი მიღწევა გვგონია და სწორედ ამის ბრალია, პოლიტიკოსების საუბარი ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლებად საინტერესო რომ ხდება რიგითი ადამიანისთვის. ნაკლებად საინტერესოა მოსახლეობისთვის ისიც, თუ როგორი წესით აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა…

რეალურად, ოპოზიციის ლიდერები არ ამხელენ, თორემ ყველაზე საინტერესო ახლა სწორედ ის პროცესია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს. პარტიას არ გამოუვიდა 23 ნოემბერს მასშტაბური აქცია და ამას თავისი მიზეზიც აქვს. ჩვენი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას პარტიის წევრები მიღებენ, ანუ ყველა, ვისაც მანდატი აქვს და ახლა ჭიდაობა იმაზე მიდის, რომელ წელს გაცემული მანდატები იქნება ვარგისი არჩევნებისთვის. როგორც გვეუბნებიან, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვანო მერაბიშვილმა სამცხე ჯავახეთში და გიორგი ბოტკოველმა კახეთში, ასეულობით ადამიანს მისცეს პარტიის საბუთი და თადარიგი დაიჭირეს. თუ ეს ხალხი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ ნიკა მელიას წაგება გარანტირებული აქვს, ხოლო თუ პარტიის თავმჯდომარეს პოლიტ-საბჭო გადაწყვეტს, მაშინ ხაბეიშვილს ვერ აქვს საქმე კარგად. ამიტომ, მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა პარტიის ყველა წევრმა მიიღოს და რაც მთავარია, არჩევნები მხოლოდ თბილისში კი არა, რეგიონებშიც ჩატარდეს. რეგიონების იმედი აქვს ხაბეიშვილის გუნდს და არც ის გამორიცხოთ, პარტიის არჩევნების შემდეგ, დამარცხებულმა მხარემ გაყალბებაზე ისაუბროს. შიდა დაპირისპირება ისეთ დონეზეა მისული, რომ მხარეები ერთმანეთს ერიდებიან, რათა საუბრის ნაცვლად, პირდაპირ მუშტი-კრივზე არ გადავიდნენ. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რასაც ხაბეიშვილის მხარდამჭერები იყენებენ, ის გახლვათ, რომ მელიას გამარჯვების შემთხვევაში, კეზერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ დააფინანსებს, რაც საარჩევნოდ ნამდვილ კატასტროფას ნიშნავს. მართალია, მელიას გუნდი ამტკიცებს, ფონანსები დასავლელი პარტნიორებისგან წამოვაო, მაგრამ ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თანაც, ყველაფრის მიუხედავად, ყველას სჯერა, რომ გამორიცხულია, ეს პროცესები პარტიაში სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდეს. ანუ, მიშა ყველაფრის აზრზეა და ამ ქმედებებზე მწვანე შუქიც აქვს ანთებული.

რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლები კი იცინიან,  ჩვენ ხაბეიშვილი უფრო გვაწყობსო, მაგრამ სინამდვილეში, მათ თანამდებობაზე მელიას დარჩენა უფრო აწყობთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მიშა უკმაყოფილო იქნება და რაც მთავარია, მუდმივი არეულობის შეგრძნება იქნება. თანაც, ხაბეიშვილის გამარჯვებით, პოზიციებს ძალიან იმყარებს დავით კირკიტაძე, ხელისუფლებას კი ეს ყველაზე ნაკლებად უნდა აწყობდეს, რადგან…

„რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის გამო, შეცვალეს კანონი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ბიუჯეტის სამჯერ ჩავარდნა ავტომატურად მერის პასუხისმგებლობასა და იმპიჩმენტს ნიშნავს. ახლა ასე აღარ არის, მაგრამ საკრებულოს კვლავ აქვს ბერკეტი, რომ მერი გადააყენოს და ასეთ შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება. რუსთავის საკრებულო სწორედ ამას აპირებს და კირკიტაძეც სწორედ ამისთვის ემზადება. ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ გია ხარჩილავას ვერ ეხმარებიან, რადგან წალენჯიხა შორსაცაა დედაქალაქიდან და არც რუსთავის მასშტაბების ქალაქია. აი, რუსთავში თუ იქნება ოპოზიციური მერი, აქედან დედაქალაქში ცეცხლის დანთება ბევრად მარტივი იქნება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ის, რომ რუსთავში ყველაფერი რიგზე არ არის, ბევრი ამბობს. არც ლაცაბიძე უარყოფს იმას, რომ შესაძლოა, თანამდებობის შენარჩუნება გაუჭირდეს. მოგეხსენებათ, რუსთავის საკრებულოში 16 წევრი „ოცნებას“ ჰყავს, ამდენივე – „ნაციონალებს“, 3 წევრი კი გახარიას პარტიას. ჰოდა, სწორედ გახარიას პარტიის წევრი, ნოდარ შეროზიაა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და სწორედ მისი ხელმძღვანელობით, საკრებულომ წარდგენილი ბიუჯეტი მერიას უკან დაუბრუნა. ვინც არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ რუსთავი არის ერთადერთი ქალაქი, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც,  მხოლოდ მერის და მერიის სამსახურების შესახებ შეიძლება ინფორმაციის მოპოვება,საკრებულო კი თითქოს არც არსებოს, ნახსენებიც არ არის. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მერიისა და საკრებულოს პრეს-ცენტრის თანამშრომლები ვერ შეთანხმდნენ, ვის უნდა ჰქონოდა წვდომა საიტზე გასანთავსებელ ინფორმაციაზე და საბოლოოდ, საკრებულო უბრალოდ გაქრა და მას გვერდი მხოლოდ სოციალურ ქსელში აქვს. მოკლედ, არ გამოირცხოთ, მომავალი წლის მაისში, რუსთავიში მერი ავირჩიოთ და თუ ეს გამართლდა (კულუარულად საუბრები მიმდინარეობს), არც ის დაგავიწყდეთ, რომ ხმამაღლა პირველად „ალიამ“ თქვა და ტელევიზიები ამ ამბავს პირად ექსკლუზივად ნუ გაასაღებთ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რუსთავის მერის არჩევნებში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ერთი საკმაოდ ცნობილი პირი აპირებს და ის უკვე… წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და მოსახლეობაში კარდაკარ დადის, ხმა მომეცით, უპარტიო ვარო.

ხელისუფლებას არჩევნები მხოლოდ მაისში არ ელოდება – ირაკლი ხახუბიას შემცვლელი ფოთმა  მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა აირჩიოს და ოპოზიცია სწორედ ამ არჩევნებზე აპირებს რუსთავის თემის მიბმას, რადგან ფოთში გამარჯვების მიზერული შანსი აქვს, რუსთავში კი…

თეგები: დავით კირკიტაძელევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved