• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხაბეიშვილი ენმ-ზე: პარტიას სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს – ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან

ალია ავტორი - ალია
11:57 11-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი შიდაპარტიული არჩევნების მომხრეა და აცხადებს, რომ ენმ-ს გადახალისება სჭირდება.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მოკლე დროში.

“ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება და გაუგებრობა ჩემთვის არის მიუღებელი. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და უნდა უზრუნველვყოთ ისეთ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს. პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% ემხრობა თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. ჩვენი საკრებულოს წევრების, მათ შორის დედაქალაქის და რაიონების, უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის”- თქვა მან.

ხაბეიშვილის თქმით, თავად პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მისივე შეფასებით, თავმჯდომარეების ცვლილება პარტიის სისუსტეზე არ მეტყველებს.

“არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მოვუწოდებ ყველა ლიდერს და ენმ-სთან დაკავშირებულ ადამიანს – მე ვარ მომხრე განახლების და მომხრე ვარ ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, პარტიის თავმჯდომარეები მოდიან, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს”- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

არჩევნების ჩატარებაზე ნიკა მელიამ თანხმობა განაცხადა – ამის შესახებ მან დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების დეტალებზე პარტია იმსჯელებს. რაც შეეხება თანაგუნდელების განცხადებას, მელია ამბობს, რომ მათ “ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved