• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

KGB მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ – ლევან კობერიძე

ალია ავტორი - ალია
12:53 10-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

“ქართულმა ოცნებამ” არ იცის ქვეყნის მართვის პრინციპი, არ იცის მენეჯმენტი და ამიტომ გაექცა პანდემია ამ მასშტაბით”- ამის შესახებ “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.https://web.facebook.com/v7.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df1c2ef0e8c479d8%26domain%3Dwww.newposts.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.newposts.ge%252Ff22d13e24bc57e8%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=https%3A%2F%2Fwww.newposts.ge%2F%3Fnewsid%3D243163%26fbclid%3DIwAR2so3OqYHqz0mlPdhr6YMuaZnlKRSROhRaghURvIRHa7LCu1eQDVW5MpcQ&locale=en_US&sdk=joey

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან იციან, რომ აგებენ.

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ შედეგს, კობერიძის თქმით, ქვეყანა იმკის იმ შედეგს, რაც “ქართული ოცნების” უუნარობამ, მენეჯმენტისა და ქვეყნის მართვის არცოდნამ, კორუფციამ და ჯანდაცვის სისტემის აბსოლუტურად ჩამოშლამ განაპირობა.

“პანდემიასთან ბრძოლა და მსგავსი ტიპის ქმედებები გარკვეულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ორი რამის წინაშე ვართ – ადამიანის სიცოცხლე, რომელიც უზენაესია და ქვეყნის ეკონომიკა, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ იცოცხლებენ. ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და ამ დროის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვმართავთ, ეს იყო უბრალოდ შეკეტვა. პირველი თვის შეკეტვას მეც დავუჭირე მხარი, მაგრამ შემდეგ უნდა ყოფილიყო გეგმაზომიერი სამუშაოები. მართვის ნაცვლად კი მივიღეთ ქაოსი და უმართავი გავრცელება პანდემიის. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მათ მიერ ერთთვიანი წანაცვლება დაამთხვიეს სეზონურ გრიპს, რომელიც ახლა იწყება და ვაქცინის პრობლემაა,”-განაცახადა კობერიძემ.

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმასაც აცხადებს, რომ მან ჯანდაცვის კომიტეტში ან პარლამენტში გაფართოებული სხდომის გამართვა მოითხოვა, სადაც პოზიცია და ოპოზიცია ექსპერტებთან ერთად იმსჯელებდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

“ჩემი შეთავაზების გაზიარების ნაცვლად განცხადებებს ვხედავ და კობახიძეს უთქვამს, რომ არჩევნების გადადება უნდათ. კაგებეს მეთოდებით მოქმედებს “ქართული ოცნება”, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ. პირიქით, ყველანაირი წესების დაცვით უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლება და ოპოზიციაც ვალდებულია, ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მოიქცნენ და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
ხალხის მოთხოვნაც ესაა – უნდათ ცვლილებები, ითხოვენ სიახლეს, რისი შემოთავაზებაც “ლელოს” შეუძლია. რეალობა არის ის, რომ დღეს 10 ადამიანიდან ერთიც კი არ აღმოჩნდება, ვინც “ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია გადაინაცვლებს ოპოზიციაში,” – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved