• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილს ბიძინას ჩანაცვლება უნდა და ეს არ არის საქართველოსთვის გამოსავალი” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:57 04-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,114
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
“კეზერაშვილზე და კიდევ სხვა რამეებზე:
პოლიტიკა ფულის გარეშე ვერ კეთდება და ვერც არჩევნებს მოიგებ უფულოდ. ეს ასეა საქართველოშიც, ამერიკაშიც და ყველგან. აქ მოსყიდვას არ ვგულისხმობ. თითო რაიონში სამი ადამიანი რომ ყავდეს პარტიას, რომელიც სულ დარბის თავის სოფლებში, ყავს საამისოდ მანქანა, აქვს ბენზინის ფული, საჭმლის ფული, ეს საქართველოს 73 რაიონში წლის მანძილზე მრავალი მილიონი ჯდება. გარდა ამისა, ოფისების შენახვა, ლიდერშიპის შენახვა, რეკლამები, პერფორმანსები და ა.შ.
ამას მდიდარ ქვეყნებში პარტიები ახერხებენ ფანდრაიზინგით (მომხრეთა შემოწირულობებით). საქართველოში ეს შეუძლებელია, რადგან ეს არის პატარა და გაჭირვებული ქვეყანა. ამას ისიც დავამატოთ, რომ ოპოზიციის შემომწირველს ყოველთვის შეიძლება დაატყდეს თავს პრობლემა.
ხელისუფლებისთვის ასეთი გამოწვევა არ დგას: სოფლის გამგებლები, საარჩევნო უბნის კოორდინატორები, გამგეობები (ახლა რომ მერიებს უწოდებენ), მაჟორიტარების აპარატები, სსიპებში და აიიპებში დასაქმებულები, ძველი ბიჭები და ა.შ. სულ მათი ხალხია. თითო რაიონში სამი კი არა, ასეულობით ასეთი ადამიანი ყავთ და ეს სულ ბიუჯეტის ხარჯზე.
ეს ბიუჯეტიც მათია: გზას დააგებენ წინასაარჩევნოდ, მიიყვანენ მაჟორიტარს გასახსნელად და მიიწერს ჩვენი ფულით გაკეთებულ საქმეს.
ძმაკაცებს ტენდერს მოაგებინებენ, უკან პარტიის ყულაბაში “ატკატის” სახით ბრუნდება “შემოწირულობა”. ამის ზემოთ არის ბიძინას 6 მილიარდი.
ჰოდა მიდი და შეეჯიბრე.
ოპოზიციას არ აქვს არაფერი. არავინ აძლევს ფულს და ის იძულებული ხდება მიეკედლოს ოლიგარქს. ასე გაჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში ბადრი, ბიძინა, კეზერა.
ეს სამივე ერთი მეორეზე საშიში მოვლენაა. ისინი თავიანთი დღის წესრიგით, ქვეყნის მისატაცებლად მოდიან.
“ეს პრორუსული ოლიგარქია და ის პროდასავლური” – ასეთი სისულელეები არ დაიჯეროთ. ოლიგარქის ხელით გაკეთებული დასავლური საქართველოსი მე არ მჯერა.
მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი. სხვა რა ალტერნატივა დაუტოვა ხელისუფლებამ ოპოზიციას? არც არაფერი. ტელეიმედი შარშან მინუს 75 მილიონ ლარზე გავიდა, მაგრამ რა ენაღვლებათ? ისევ არის გასართობი გადაცემები, ისევ სუქდება ის იმედის წამყვანი ბიჭი და არიან გაცისკროვნებულები.
სამაგიეროდ, მთავარი არხი, ფაქტობრივად, არის გაკოტრებული. იქ მხოლოდ ენთუზიაზმზე მომუშავე ხალხი დარჩა და ასე თუ გაგრძელდა ჩამოვა “ევრიკა”-ს ან “კავკასია”-ს დონეზე.
ოპოზიციური არხებიდან, ასე ჩანს, ფინანსური პრობლემები მხოლოდ “ფორმულას” არ აქვს, რადგან მას კეზერაშვილი აფინანსებს. არ იქნება კეზერაშვილი, არ იქნება კიდევ ერთი ოპოზიციური არხი.
მართალია, კეზერაშვილის არსებობა პოლიტიკურ ველზე პრობლემაა, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა არ არის თუ მხოლოდ ტელეიმედის ამარა დავრჩით? გამარჯობა, ჩრდილო კორეავ!
ბიძინას უნდა ფულზე და ინფორმაციაზე მონოპოლია. ეს კლასიკური ოლიგარქიული სქემაა. გვარამიას ციხეში ჩასმით, თავი წააჭრა მთავარ ოპოზიციურ არხს; სააკაშვილის ციხეში ჯდომით, მთავარი ოპოზიციური პარტიაა თავწაჭრილი; პოლიტიკაში მყოფთაგან ფული აქვს ხაზარაძეს და მის წინააღმდეგ საქმე საქმეზე აღძრეს; სასამართლოში არბენინებენ ტევე პირველის მფლობელებსაც. ახლა კიდე კეზერაშვილი.
შეიძლება ორივე მხარეს ბევრი დამნაშავე იყოს, მაგრამ აქ მთავარი ის არის თუ ვინ, ვის სასარგებლოდ, ვის წინააღმდეგ და რატომ იძიებს დანაშაულს. იძიებს მურუსიძის სასამართლო და აი აქ გვაქვს მთავარი პრობლემა.
მე სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ თუ რა დააშავა კეზერაშვილმა, მაგრამ მჯერა რომ, ბოლო ოცი წლის ბიოგრაფიით, უმწიკვლო ნამდვილად არ არის. მაგრამ ჩემი მთავარი წუხილია შემდეგი: აშკარად, კეზერაშვილს ბიძინას ჩანაცვლება უნდა და მე არ მხიბლავს ეს გარემოება. ეს არ არის საქართველოსთვის გამოსავალი. ეს არის პრობლემის გახანგრძლივება.
პრობლემა ჩვენშია მეგობრებო. ვის ვაძლევთ და რატომ ვაძლევთ ხმას? ერთ მხარეს არიან ქოცები, სრულიად და ყველა მიმართულებით გასვრილი ხალხი. მათი სითავხედისა და მავნებლობის მასშტაბების შეფასება ასი წლის შემდეგაც გაუჭირდება ისტორიკოსს.
მეორე მხარეს არის საპროტესტო ელექტორატი, რომელიც, სამწუხაროდ, დალაგდება და ძირითადად ხმას აძლევს ნაციონალურ მოძრაობას. “სისხლიანი რეჟიმი”, “მოვლენ და ყველას დაგვხოცავენ” პოსტტივი-იმედის პროპაგანდა არანაირად არ მაქვს აქ მხედველობაში.
პარტიიდან გავიდა, ფაქტობრივად, ყველა პროფესიონალი. ახლახან პარტიაში შესული გენერალი გოგავას გამოკლებით, არ ვიცი იქ ვის რა უნდა ანდო. ბოლოს გოცირიძე და დეკანოიძე იყვნენ თავიანთი საქმის მცოდნენი და ისინიც გავიდნენ. ესე იგი რა ტოქსიკურია გარემო, რომ იქ დალაგებულ ადამიანს გაჩერება აღარ შეუძლია.
ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ აქტიური და კარგი იყო ტენდერებისა და ატკატების მოძიება-გამომზეურებაში, მაგრამ არა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად. ვერც ერთ მის გამოსვლას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ის და ირაკლი ზარქუა ტინგიცში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი უფრო ოხუნჯობა ფრაზას იტყვის. აი ამ დონეზე უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი? წონა, სოლიდურობა, ჭკუა და აზრი სად არის?
ნამდვილად არ მინდა ამ კომპეტენციისა და შესაძლებლობების ხალხი ხელისუფლებაში.
და რატომ ვსვამთ საკითხს ასე რომ თუ ოპოზიციას მივეცით ხმა, მაინდამაინც ნაცებს უნდა მივცეთ? 2016 წლის გაყოფის შედეგად ეგ პარტია ლოგინად ჩავარდა, დაიცალა ტვინისგან და ახლა საერთოდ ინტელექტუალურ კომაშია.
ბევრი გემოვნებისთვის არის ოპოზიციურ ფლანგზე არჩევანი: ზურას გირჩი, ლელო, გახარია, ბოკერია და ა.შ. ამ ჩამონათვალში მეტი პარტია შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ემიგრანტი ოლიგარქის დაფინანსებულ პარტიებზე ხმის მიცემას ვერავის ვურჩევ.
ნუ ირჩევთ ორ ოლიგარქს შორის, აირჩიეთ რომელიმე მესამე არჩევანი.
თუ ოდესმე ესენი მოვიშორეთ, ხელისუფლებამ მიზნად უნდა დაისახოს, რომ ოპოზიციას ოლიგარქის დახმარების გარეშე მიუწვდებოდეს ფულად რესურსებზე ხელი. ეს იქნება ჩვენი “დეოლიგარქიზაციის კანონი”. დღეს არსებული სისტემით, ოლიგარქიის მოშლა შეუძლებელია. რა კანონიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, ბოლოს ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზე გადის.
პ.ს. წივილ-კივილი არ არის საჭირო. ვისაც გიყვართ არსებული ენმ, გიყვარდეთ, არ გიშლით. ვისაც კეზერა გამოსავალი გგონიათ, გეგონოთ. მე ჩემი აზრი ვთქვი.
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved