• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილ/მერაბიშვილის წაგების ფორმულა” – ენმ–ი, ოცნება და სიცრუე – რას წერს ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
18:14 06-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,567

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე პარტიის მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ნიკა მელიას განცხადება ფეისბუქ გვერდ “ნიკა მელიას მხარდამჭერებზე” ვრცელდება:

“რასაც დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, არის ნაციონალური მოძრაობის ქართულ ოცნებად გადაქცევის მცდელობა, ისე რომ სახელისა და პარტიის ნომრის გარდა, არ დატოვონ სხვაობა….
ოცნებამაც ტყუილი დაპირებებით მოიგო და კეზერაშვილ/მერაბიშვილმაც.
მიშას ძალიან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ, 2024-ში კეზერაშვილი/მერაბიშვილის წაგების ფორმულით….
“მოქმედმა” მენეჯმენტმა არჩევნები მოითხოვა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი იყო უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებელი და გადასარჩენი, წარმოადგინა ეს პერსპექტივა როგორც  შესაძლებელი და გასცა შესაბამისი კონკრეტული დაპირებები….
შექმნა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის “შტაბი”, დაუნიშნა ხელმძღვანელი,  ოფისებს დაარქვა ‘სააკაშვილის გადარჩენის შტაბი’.
იყო უწყვეტი აქციების დაპირება და ვნახეთ წყვეტილი, უღიმღამო 50 კაციანი შეხვედრები, რაც პრობლემის აქტუალიზაციის გარდა, ყველაფერს ემსახურებოდა…პირველ რიგში კი საკითხის მარგინალიზაციასა და აქტუალობისაგან დაცლას.
განაცხადეს, რომ გადადიან “მუშაობის საგანგებო რეჟიმზე”, თუმცა ვერაფერს ვხედავთ გარდა “მოქმედი” მენეჯმენტის უმოქმედობისა გაცემული დაპირებების მიმართულებით და დანაშაულებრივი მოქმედებებისა პარტიის განადგურების გზაზე.
ახლა ამომრჩეველი იმსახურებს პასუხს, დაპირების შესრულების ანგარიშს – ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, აკეთო ის რისთვისაც აგირჩიეს და არა ის რაც გინდა ან “მმართველებმა” დაგავალეს.
ბოლო პერიოდში კი ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა კი არა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც  კი მთლიანად გაქრა ინფორმაცია ყველა სივრციდან!
სიცრუეზე არც დემოკრატია შენდება, არც მომავალი და ვერც ევროპისკენ წავა ეს გზა!” წერს ნიკა მელია.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved