• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კერძო სკოლები 3 000-მდე მოსწავლემ დატოვა – მშობლები ვერ იხდიან სწავლის საფასურს, ზოგი კი ვერ ხედავს თანხის გადახდის აუცილებლობას დისტანციურ სწავლაში

ალია ავტორი - ალია
13:26 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით კერძო სკოლები 2 805-მა მოსწავლემ დატოვა.

თუ 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში კერძო სკოლებში 62 771 მოსწავლე ირიცხებოდა, 2020-2021 წლის სასწავლო წლის ანალოგიურ პერიოდში 59 966-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ალოგიკურია იმ ტენდენციასთან მიმართებით, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სკოლების მიმართ ფიქსირდებოდა.


როგორც კერძო სკოლაში მყოფი მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, სწავლების დისტანციურ ფორმატში, მათი შვილები იმ დონის განათლებას ვერ იღებენ, რასაც სკოლები ჰპირდებოდნენ.

მათივე განმარტებით, ცალკე პრობლემას წარმოადგენს სწავლასთან და არსებულ პირობებთან შეუსაბამო გადასახადის მაღალი ოდენობაც.

როგორც თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგმა (მისივე სურვილით არ ვასახელებთ მის სახელსა და გვარს) TIA.GE-სთან საუბარში განმარტა, პანდემიამდე პერიოდში სწავლება უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი იყო, რადგან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას ხშირად იჩენს თავს ტექნიკური ხარვეზები.

“სასკოლო რეჟიმში ბევრად ადვილია მოსწავლის გაკონტროლება. კერძოდ, მობილიზებულია თუ არა მოსწავლე, ჩართულია თუ არა საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლის ჩართულობის ხარისხის გაკონტროლება რთულია დისტანციური სწავლებისას. ეს სწავლის ხარისხზეც მოქმედებს უარყოფითად” – აცხადებს ის.

კითხვაზე, რატომ ტოვებენ მოსწავლეები სასწავლებელს, კერძო სკოლის პედაგოგი ამას პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკურ კრიზისით ხსნის.

“ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ეს დაეტყო მცირებიუჯეტიან კერძო სკოლებს – მშობლები ვერ იხდიან სწავლის საფასურს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მშობელი ვერ ხედავს თანხის გადახდის აუცილებლობას დისტანციურ სწავლაში”, – აცხადებს ჩვენთან საუბარში მასწავლებელი.

წყარო – tia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved