• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კერძო ბაღები დაუმორჩილებლობით იმუქრებიან, თუ 1-ელი მარტიდან მუშაობის უფლება არ მიეცემათ

ალია ავტორი - ალია
12:34 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირების აღდგენა მოხდეს – კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გავიმიჯნოთ საჯარო ბაღებისგან, – ამის შესახებ საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის” ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ 1-ელ მარტს კერძო ბაღების ფუნქციონირება არ აღდგება, ბაღები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

„კერძო ბაღების სიტუაცია ძალიან მძიმეა, მთავრობა დუმს. უკვე წელიწადია ფუნქციონირება გვაქვს შეწყვეტილი. ეკონომიკურ რგოლში ფაქტობრივად, ყველაზე ბოლოს ვიხსნებით. გადაწყვეტილების მიღების დროს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება საჯარო ბაღებთან მიმართებაში კერძო ბაღების საკითხის განხილვა, რაც არის არასწორი და ამ მიმართულებით მინდა მივმართო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და ეპიდემიოლოგებს, რომ ამ სეგმენტს ნუ გააიგივებენ ერთ სინდიკატად, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობა მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას, მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი. შესაბამისად, არასწორად მიგვაჩნია, რომ გახსნის შემთხვევაში განგვიხილონ საჯარო ბაღებთან მიმართებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკა მოვიძიეთ კოვიდმართვასთან დაკავშირებით და ჩვენი ინსტრუქცია შევიმუშავეთ და დავადგინეთ და უფრო გავამკაცრეთ პირობები, ვიდრე კოვიდმართვასთან დაკავშირებით დღეს არსებობს. გვინდა, რომ ეს ინსტრუქცია შევათანხმოთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ჩვენ ვექვემდებარებით ეკონომიკის სამინისტროს და არა ბაღების სააგენტოს ან განათლების სამინისტროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა. კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გავიმიჯნოთ საჯარო ბაღებისგან და საბაბი არ იყოს ის, რომ თუ არ ვხსნით საჯარო ბაღს, არ ვხსნით კერძო ბაღსაც. ასეთი მიდგომა არასწორია. კოვიდმართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სეგმენტში კლასტერი არის ერთი და იგივე და არ ხდება ჯგუფების არევა ერთმანეთში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ეპიდაფეთქება. მოვუწოდებ მთავრობას, მოვუწოდებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, მოვუწოდებ ეპიდემიოლოგებს, რომ კერძო ბაღების გახსნის საკითხის განხილვისას ყურადღება გაამახვილონ სექტორზე, სექტორის სპეციფიკაზე და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენც დავესწროთ გადაწყევტილების მიღებას და სწორად შეფასდეს მდგომარეობა, შექმნივ ვითარებაში კერძო ბაღების სექტორთან დაკავშირებით. ურთულ, უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდნენ კერძო ბაღები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავრობასთან ვიყოთ კონსტრუქციულები. თუ 1-ელი მარტიდან არ აღდგება ბაღების ფუნქციონირება, საბოლოოდ დაუმორჩილებლობის ფორმებს მივმართავთ“, – განაცხადა გიგი სისვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved